ნადირობაა გამოცხადებული ბაჩიაშვილზე, მაგრამ არა შენს გამო, არამედ 1 მლრდ დოლარისთვის - ხაბეიშვილი ივანიშვილს
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ გიორგი ბაჩიაშვილზე ნადირობაა გამოცხადებული. მისი თქმით, ციხის უფროსიდან დაწყებული კრიმინალური სამყაროთი დამთავრებული, ყველას ერთი ინტერესი აქვს და ეს 1 მლრდი დოლარის "შოვნას" უკავშირდება. ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.
ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ბაჩიაშვილს საიდუმლო კოდს ათქმევინებენ, ამ კოდს მას არავინ მიუტანს.
ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენი გაქვს გამოტანილი ახალგაზრდა კაცისთვის, - წერს ხაბეიშვილი.
მინდა, გამოვეხმაურო გიორგი ბაჩიაშვილის წამებისა და მის წინააღმდეგ წარმოებული მკვლელი ჯგუფების საქმეს.
ციხის უფროსიდან დაწყებული, რიგითი ბადრაგით გაგრძელებული, ასევე კრიმინალური სამყარო დაინტერესებულია, რომ 1 მილიარდი დოლარი "იშოვოს”.
ბიძინას რა ჰგონია, რომ კოდები მართლა, რომ თქვას ბაჩიაშვილმა, მას მიუტანენ?! - ასეთი მიამიტი ხარ გრიგორიჩ?!
წარმოიდგინე მილიარდ დოლარზეა საუბარი!!!
ეს ხალხი 10 000 ლარის სანაცვლოდ შენ გემსახურება და მილიარდის $ სანაცვლოდ რას იზამს?! - აწამებენ, სიკვდილამდე მიიყვანენ ბაჩიაშვილს და თუ მოახერხეს და მისგან ეს კოდები გაიგეს, შენ არავინ მოგიტანს!!!
მაშინვე, მოკლავენ და გეტყვიან, რომ შემოაკვდათ, როდესაც თქვენთვის კოდებს სთხოვდნენ!!!
ნადირობაა გამოცხადებული ბაჩიაშვილზე, მაგრამ არა შენს გამო, არამედ 1 მილიარდი დოლარისთვის!!!
ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენი გაქვს გამოტანილი ახალგაზრდა კაცისთვის, - წერს ხაბეიშვილი.
"ნოდარ მელაძის შაბათმა" გიორგი ბაჩიაშვილზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა. პირი, ვინც 40 წლის ბიზნესმენს საკანში თავს დაესხა და სასტიკად გაუსწორდა, 28 წლის კახი მეტრეველია. ირკვევა, რომ კაცი, რომელიც ივანიშვილის მილიარდების ყოფილ მმართველს გაუსწორდა, უკვე 10 წელია სასჯელს, სხვადასხვა დანაშაულისთვის იხდის. ის, მთელი ამ დროის მანძილზე, ქსნის ციხეში ჰყავდათ მოთავსებული, თუმცა ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე მოულოდნელად ციხე შეუცვალეს.
შაბათის ეთერის გამოძიება ვრცლად ნახეთ აქ.