"საქმე გვაქვს რუსულ მეთოდებთან" - სიორიძე ბაჩიაშვილის ცემაზე

20.07.25 17:16
"საქმე გვაქვს რუსულ მეთოდებთან" - სიორიძე ბაჩიაშვილის ცემაზე

 

 

ივანიშვილს სურს ბაჩიაშვილის დაჩაგვრა, სამაგალითოდ დასჯა, - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" წევრი გიორგი სიორიძე ციხეში გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ საქმე  რუსულ მეთოდებთან გვაქვს, რომელსაც ივანიშვილი ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს. 

ეს არის ივანიშვილის პირადი მტერი. ივანიშვილს სურს ამ კაცის დაჩაგვრა, სამაგალითოდ დასჯა. იმასაც კი არ ერიდება, რომ აწამეს ადამიანი საპატიმროში, ისეთი რაღაც გაუკეთეს, რაც ვერ დაიმალა. ელემენტარულად, ადვოკატი შეიძლება, შევიდეს მასთან. ასე რომ, ჩვენ საქმე გვაქვს 90-იანი წლების რუსულ მეთოდებთან, იქიდან, საიდანაც არის ნასაზრდოები თვითონ ივანიშვილი, - ამბობს სიორიძე. 

"ნოდარ მელაძის შაბათმა" გიორგი ბაჩიაშვილზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა. პირი, ვინც 40 წლის ბიზნესმენს საკანში თავს დაესხა და სასტიკად გაუსწორდა,  28 წლის კახი მეტრეველია. ირკვევა, რომ კაცი, რომელიც ივანიშვილის მილიარდების ყოფილ მმართველს გაუსწორდა, უკვე 10 წელია სასჯელს, სხვადასხვა დანაშაულისთვის იხდის. ის, მთელი ამ დროის მანძილზე, ქსნის ციხეში ჰყავდათ მოთავსებული, თუმცა ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე მოულოდნელად ციხე შეუცვალეს.

შაბათის ეთერის გამოძიება ვრცლად ნახეთ აქ.

 

მსგავსი სიახლეები