ბაჩიაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება ციხის ადმინისტრაციის თანხმობით და შეკვეთით მოხდა - ცქიტიშვილი

20.07.25 17:24
ბაჩიაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება ციხის ადმინისტრაციის თანხმობით და შეკვეთით მოხდა - ცქიტიშვილი

 

 

ციხეში ბაჩიაშვილზე განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას გახარიას გუნდის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი საბჭოთა სისტემის მეთოდად აფასებს. პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელზე თავდასხმა ციხის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით მოხდა. 

ტიპიური სქემაა, როგორ მუშაობდა საბჭოთა კავშირი, თავის დროზე საბჭოთა სისტემა ამათ ასე ექცეოდა, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრებს, მაგრამ განსაკუთრებით კრიმინალებს, ასე ვთქვათ, დასჯის მექანიზმს, როცა მასთან, სისტემასთან შეკრულ ადამიანს იყენებდა ვიღაცაზე ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის. გამორიცხულია, ეს შეიძლება, სადმე კოლონიაში მოხდეს სპონტანურად, მაგრამ ციხეში ასეთი რაღაცეები ხდება მხოლოდ ადმინისტრაციის თანხმობით და არა მხოლოდ თანხმობით, არამედ შეკვეთით, - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი. 

"ნოდარ მელაძის შაბათმა" გიორგი ბაჩიაშვილზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა. პირი, ვინც 40 წლის ბიზნესმენს საკანში თავს დაესხა და სასტიკად გაუსწორდა,  28 წლის კახი მეტრეველია. ირკვევა, რომ კაცი, რომელიც ივანიშვილის მილიარდების ყოფილ მმართველს გაუსწორდა, უკვე 10 წელია სასჯელს, სხვადასხვა დანაშაულისთვის იხდის. ის, მთელი ამ დროის მანძილზე, ქსნის ციხეში ჰყავდათ მოთავსებული, თუმცა ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე მოულოდნელად ციხე შეუცვალეს.

შაბათის ეთერის გამოძიება ვრცლად ნახეთ აქ.

 

მსგავსი სიახლეები