აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობაზე დანიშვნიდან 4 დღეში გაუშვეს

22.07.25 12:43
აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობაზე დანიშვნიდან 4 დღეში გაუშვეს

გიორგი ჟღენტი, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრად 18 ივლისს წარადგინეს, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 

"პირველებმა" მოიპოვა გათავისუფლების ბრძანება, რომელიც 21 ივლისით თარიღდება. 

წყარო უწყებიდან ამბობს, რომ ჟღენტის გათავისუფლება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მისი პოლიტიკური წარსული შეისწავლეს. 

საკადრო ცვლილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში წინა კვირას განხორციელდა. ანუ გიორგი ჟღენტს არასრული 4 დღეც არ უმუშავია. 

მსგავსი სიახლეები