პროკურატურაში, ჩორჩანას საქმეზე, გამოკითხვაზე საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დაიბარეს
ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, 24 ივლისს, გამოკითხვისთვის საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი დაიბარეს.
სუჯაშვილი უწყებაში, ხვალ, 13:00 საათზე მივა.
ამავე საქმეზე პროკურატურას ჩვენება უკვე მისცა საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ლევან იზორიამ.
ლევან იზორია ამტკიცებს, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნა მედიით გაგო.