ნუ გამოეკიდებთ და ნუ დრამატიზირებთ! - ირაკლი ზარქუა პრემიერს იცავს

07.10.21 17:34
ნუ გამოეკიდებთ და ნუ დრამატიზირებთ! - ირაკლი ზარქუა პრემიერს იცავს

პრემიერის შეცვლილი წერილი - ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრი, ირაკლი ზარქუა მხუთავ აირზე ირაკლი ღარიბაშვილის ფრაზას მექანიკურ შეცდომად თვლის და ღარიბაშვილს იცავს.  ზარქუა აცხადებს, რომ პრემიერი თავის წერილსი მხოლოდ იმას გულისხმობდა, რომ ხელისუფლება დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას აღკვეთავდა.

შეიძლება, რაღაც ხარვეზი იყო, შეცდომა იყო, რომ შეიცვალა, ამაზეც მეტყველებს. ნუ გამოეკიდებთ, ჩვენც ადამიანები ვართ, რიგითი, ამიტომ შეცდომას ყველა უშვებს, მათ შორის, პარლამენტის წევრებიც, თანამდებობის პირებიც. 

მთავარია, რომ სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, თუ იქნება ქაოსის მცდელობა, დესტაბილიზაციის, დაშალონ ისე, რომ არ დაშავდნენ. ნუ დრამატიზირებთ. მხუთავ აირს და ტყვიებს ვინც იყენებდა, ახლა ციხეში ზის და შიმშილობს - ამბობს ირაკლი ზარქუა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავებასთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა. ვრცელ მიმართვაში მთავრობის მეთაური სხვადასხვა ვერსიას ავითარებს იმის შესახებ, თუ რატომ ჩამოვიდა მესამე პრეზიდენტი საქართველოში. 

პრემიერი ღარიბაშვილი, გიორგი გახარიას მსგავსად,  სააკაშვილსაც ნარკოდამოკიდებულის იარლიყს აკრავს.

განცხადებაში პირველი პირი საქართველოს მესამე პრეზიდენტის "ფსიქოლოგიური და ფსიქიკური" მდგომარეობის შესახებ საუბრობს, თუმცა ღარიბაშვილი არ აკონკრეტებს, რას ეყრდნობა. 

ამასთან, მთავრობის მეთაური  სააკაშვილის "რევოლუციურ განზრახვაზეც" საუბრობს და იმუქრება, რომ 3 ოქტომბერს ენმ-ს დაგეგმილ აქციას წყლის ჭავლითა და მხუთავი აირით დაშლიდა

საყოველთაო კრიტიკის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ გამოქვეყნებულ წერილში "მხუთავი აირი" "ცრემლსადენი გაზით" ჩაანაცვლა.

 

მსგავსი სიახლეები