ეს არის ზეწოლა სასამართლოზე - ანდრო ჭიჭინაძის პასუხი ირაკლი კობახიძეს

24.07.25 15:10
ეს არის ზეწოლა სასამართლოზე - ანდრო ჭიჭინაძის პასუხი ირაკლი კობახიძეს

 

 

ანდრო ჭიჭინაძის პასუხი ირაკლი კობახიძეს - სინდისის პატიმარმა სასამართლო დარბაზიდან "ოცნების" პრემიერის გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და კობახიძე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში დააადანაშაულა.

დაკავებულმა მსახიობმა პირდაპირ თქვა, რომ კობახიძე "მითითებას აძლევს მოსამართლეს, რომ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი".

როდესაც უმაღლესი თანამდებობის მქონე პირი, სასამართლო განხილვის პარალელურად აკეთებს კომენტარებს, რომელიც შეიცავს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, ეს არის ზეწოლა სასამართლოზე. მითითებას აძლევს მოსამართლეს, რომ გამოიტანოს გამამტყუენებელი განაჩენი და ეს არღვევს კონსტიტუციურ პრინციპებს.
თუ ვინმე დაზიანდა პოლიციელები აქციებზე ეს არის ძალიან ცუდი და ნამდვილად არავის უხარია, მაგრამ ის ადამიანები აქ მოდიან, დაზარალებულების ეგიდით და ამბობენ, რომ არ დავუნახივართ, არ იციან, ვინ დააზიანა და ჩვენთან პრეტენზიები არ აქვთ.ასე არ დგინდება სამართალი. უმისამართოდ, პერსონიფიცირების გარეშე არ ხდება დანაშაულის დადგენა. ამაზე ყველა ვთანხმდებით.  ის ადამიანები, რომლებიც პოლიციის ფორმით გოგოებს და ბავშვებს ურტყამდნენ, ისინი სად არიან? რატომ არ არიან დაჭერილი? მეოთხედ თუ მეხუთედ ვამბობ რომ ეს არის ზეწოლა სასამართლოზე. იმედია, გაუძლებთ მის მარწუხებს", - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.

 23 ივლისს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „აუცილებელი გახდა ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაახლოებით, 30 ადამიანის დაკავება, პირველ რიგში, სწორედ პრევენციული მიზნებისთვის.“

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მისულმა "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა თქვა: „ჯამში ალბათ 1000-მდე ადამიანი იყო ჩართული ძალადობაში სხვადასხვა დღეს, თუმცა დაკავებულია მხოლოდ 30 ადამიანი“. 

მსგავსი სიახლეები