რატომ დააკავეს პროევროპული აქციების მონაწილეები? - რა აღიარა ირაკლი კობახიძემ
ირაკლი კობახიძე ნოემბერ-დეკემბერში, პროევროპულ აციებზე დაკავებულების შესახებ საუბრობს, როგირც "ქართული ოცნების" პრემიერმა საზოგადოებრივი მაუწყებლჯს გადაცემა თავისუფალ სივრცეში თქვა, 2023 წელს "რუსული კანონის აქციების" პერიოდში მხოლოდ ერთი ადამიანი დააკავეს, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, მისივე თქმით, იგივე განმეორდა 2024 წელსაც, რის გამოც "გაჩნდა დაუსჯელობის განცდა".
კობახიძის განცხადებით, "აუცილებელი გახდა ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაახლოებით 30 ადამიანის დაკავება, პრევენციული მიზნებისთვის".
სასიამოვნო არ არის არცერთი ადამიანის დაკავება, მით უმეტეს ახალგაზრდა ადამიანის და ა.შ. ამაზე ყველა ვთანხმდებით, ცალსახად ასეა. მაგრამ მე გეტყვით, რა არის მთავარი პრობლემა, თქვენ გახსოვთ, 2023 წელს იყო უმძიმესი პროცესები, რევოლუციის მცდელობა, ლამის გადაწვეს თბილისი, გახსოვთ, რა ხდებოდა ცენტრალურ უბნებში. მხოლოდ ერთი ადამიანი იყო მაშინ დაკავებული და ისიც შეწყალებით გაათავისუფლა სალომე ზურაბიშვილმა. შედეგად მივიღეთ რა, რომ გაჩნდა დაუსჯელობის განცდა.
ზუსტად იგივე განმეორდა ერთი წლის თავზე, 2024 წლის გაზაფხულზე. იქ დაპატიმრებული იყო მგონი 6 ადამიანი, იქიდანაც ერთი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, დანარჩენზე მიმდინარეობდა გამოძიება. ამანაც კიდევ ერთხელ გააჩინა დაუსჯელობის განცდა, ამიტომ, ჩვენ ნოემბერ-დეკემბერში მივიღეთ კიდევ ერთი მცდელობა. როდესაც ადამიანები ხედავენ, რომ შეუძლიათ ქალაქი გადაწვან, პარლამენტს ცეცხლი წაუკიდონ, პოლიციელს აგინო, აფურთხო, ქვები ესროლო, თვალის ჩინი დააკარგვინო და ა.შ. და შედეგს იღებ ნულს, რა თქმა უნდა, ეს ახალისებს დანაშაულს. მარტივი ლოგიკაა, დანაშაული არ ისჯება და ხდება მისი წახალისება.
აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ იქნება მუდმივად პასიურ რეჟიმში და აუცილებელია რეაგირება ჩადენილ დანაშაულებზე. მართალია, დასანანია, მაგრამ აუცილებელი გახდა ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაახლოებით 30 ადამიანის დაკავება, პირველ რიგში, სწორედ პრევენციული მიზნებისთვის, რეპრესიები არავის არ სჭირდება ამ ქვეყანაში, მაგრამ პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სამართალი აღსრულებულიყო.
თავიდან, შეგახსენებთ, თუ რამდენად მაღალი სტანდარტია. ჯამში ალბათ 1000-მდე ადამიანი იყო ჩართული ძალადობაში სხვადასხვა დღეს, რეგულარულად 500 კაცი მაინც ძალადობდა ყოველდღიურ რეჟიმში 5 დღის განმავლობაში, ჯამში იქნებოდა 1000-მდე ადამიანი უშუალოდ ძალადობაში ჩართული. დაკავებულია მხოლოდ 30 ადამიანი, 1000-მდე ადამიანიდან. ეს აჩვენებს იმას, თუ რამდენად მაღალია გამოძიების სტანდარტი ჩვენს ქვეყანაში. თუ არ იყო უტყუარი მტკიცებულებები, თუ არ იყო იდენტიფიცირებადი ადამიანი და კონკრეტულად ძალადობრივი ქმედება, ამ შემთხვევაში არ ხდებოდა ადამიანის დაკავება.
ამის შედეგია, რომ 1000-დან 30 ადამიანია, დაახლოებით, დაკავებული. რეალურად, 3%-იან მაჩვენებელზეა საუბარი, როდესაც 1000-მდე ადამიანი ძალადობდა. სტანდარტი არის მაღალი და ამ სტანდარტის შესაბამისად უნდა გაგრძელდეს სამართლებრივი პროცესები, მაგრამ დაუსჯელობის განცდას ჩვენ ვერ დავტოვებთ ჩვენს ქვეყანაში," - განაცხადა კობახიძემ.