სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზორით, გადაეცა საბანი, ლეიბი და ბალიში - პენიტენციური სამსახური

08.10.21 00:50
სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზორით, გადაეცა საბანი, ლეიბი და ბალიში - პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური ირწმუნება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკანში უკვე სარგებლობს ტელევიზორით და გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას ამის უფლება არ მისცეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

მათივე თქმით, სააკაშვილს საკანში შესვლისთანავე მიეწოდა ლეიბი.

გაცნობებთ , რომ მსჯავრდებული ბრალდებული, მიხეილ სააკაშვილი, სარგებლობს ტელევიზორით და გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელოვნურად გაჭიანურდა ტელევიზორის მიწოდების პროცესი, ტყუილია. განვმარტავთ, რომ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ტელევიზორი შეიძლება, შეიძინოს საკუთარი ხარჯით და ბარათზე ლიმიტით დაწესებული თანხით დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. სააკაშვილს ორშაბათს დაუმზადდა ბარათი, სადაც დაირიცხა ლიმიტირებული თანხა. სამშაბათს მან დაწესებულების მაღაზიაში აირჩია ტელევიზორი და შეკვეთა გაფორმდა. ამ დროისთვის მის მიერ შეძენილი ტელევიზორით საკანში სარგებლობს.

ტყუილია, ასევე, ის ინფორმაცია, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდა ლეიბი, დაწესებულებაში შესახლებისთანავე, კანონის შესაბამისად, მას გადაეცა პირადი მოხმარების ნივთები, რომელშიც შედიოდა თეთრეული, ასევე საბანი, ლეიბი და ბალიში. მიხეილ სააკაშვილს დაწესებულების ადმინისტრაციისთვის დამატებითი ლეიბის მოთხოვნის თაობაზე არ მიუმართავს. აქვე განვმარტავთ, სახარებასთან დაკავშირებულ საკითხს", - წერია განცხადებაში.

პენიტენციური სამსახური ასევე განმარტავს, რატომ არ მიეცა დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს სააკაშვილთან სახარების შეტანის უფლება, უწყებაში ირწმუნებიან, რომ სასულიერო პირის მიერ მოტანილ სახარებას ჰქონდა მოოქროვილი ელემენტები და თვლები, №12-ე  პენიტენციური დაწესებულების დებულების თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება ფასეული ნივთების პენიტენციურ დაწესებულებაში ქონა. სწორედ ფასიანი ნივთების ნუსხაშია ყველა სახის ნივთი, ან სამკაული, რომელსაც აქვს ძვირფასი გაფორმება. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატების განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილს ციხეში არასათანადო პირობები აქვს. ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს არ აძლევენ ტელევიზორს და ლეიბს.

სასჯელაღსრულების N12-ე დაწესებულების ადმინისტრაციამ პატრიარქის მდივანს, მამა გიორგი ბოტკოველს, ილია მეორეს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის, გაგზავნილი სახარება უკან გაატანა. 

მსგავსი სიახლეები