დეკანოიძე: „მეგობარი აქტის“ შეჩერებაზე"ოცნების" განცხადება მტკნარი სიცრუეა

25.07.25 16:35
დეკანოიძე: „მეგობარი აქტის“ შეჩერებაზე"ოცნების" განცხადება მტკნარი სიცრუეა

 

 

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ „მეგობარი აქტის“ შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებები "მტკნარი სიცრუეა" და კანონპროექტი პროცედურული ცვლილებების მიუხედავად გაგრძელდება. მისი თქმით, ინიციატივა ითვალისწინებს დამატებითი მუხლებისა და სანქციების ჩართვას, ხოლო სენატში განხილვის პროცესი არ ნიშნავს აქტის ჩავარდნას. 

ეს არის მტკნარი სიცრუე, როდესაც "ქართული ოცნება" ამბობს, რომ მეგობარი აქტის მიღება შეჩერდა და ამყარებს იმაზე, რომ აშშ-ს სენატი არ მიიღებს ძალიან მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს ივანიშვილის დასანქცირებას. "მეგობარი აქტი" გაგრძელდება, უბრალოდ, ეს არის პროცედურული ცვლილება, რაც ითვალისწინებს იმას, რომ განხილვის გარეშე იქნას მიღებული მეგობარი აქტი და ეს გულისხმობს იმას ასევე, რომ დამატებითი შესწორებები იყოსშეტანილი ამ აქტში, რაც გულისხმობს დამატებით მუხლებს, დამატებიტ საკანონმდებლო ინიციატივებს, დამატებით სანქციებს. ამიტომ, ნებისმიერი მტკიცება, რომ მეგობარი აქტის შეჩერება მოხდა აშშ-ში, არის სიცრუე, - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

შეერთებულ შტატებში სამი სენატორის წინააღმდეგობის ფონზე, ივანიშვილის გუნდში დღეს ირწმუნებიან, თითქოს „მეგობარ აქტს“ სრული მხარდაჭერა აღარ აქვს და კანონპროექტი ვერ გავა. „ოცნების“ დეპუტატები ამტკიცებენ, რომ ამერიკული სანქციები აღარ იქნება. 

მსგავსი სიახლეები