გალდავა: სენატში მხოლოდ პროცედურული საკითხებია, მეგობარი აქტი აუცილებლად მიიღება

25.07.25 16:44
გალდავა: სენატში მხოლოდ პროცედურული საკითხებია, მეგობარი აქტი აუცილებლად მიიღება

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი ლანა გალდავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მტკიცებები „მეგობარი აქტის“ შეჩერებაზე დეზინფორმაციაა და კანონპროექტი აუცილებლად მიიღება. მისი თქმით, აქტს უკვე აქვს ორპარტიული მხარდაჭერა კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, ხოლო სენატში განხილვის პროცესი მხოლოდ პროცედურულ ფორმატს ეხება და არ ნიშნავს ინიციატივის ჩავარდნას.

ფაქტი და მოცემულობა არის ერთი, რომ "მეგობარ აქტს" გავლილი აქვს კონგრესის წარმომადგენელთა პალატა, მას აქვს ორპარტიული მხარდაჭერა როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელების მხრიდან. საუბარია მხოლოდ სენატში კანონპროექტის განხილვის პროცედურებზე - ჩვეულებრივი თუ დაჩქარებული წესით. და, ჩვეულებრივი წესით განხილვის ვადებთან დაკავშირებით ძალიან მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ამიტომ, ეს საკითხი არის "ქართული ოცნების" მხრიდან კვლავ დეზინფორმაციის და პროპაგანდისთვის გამოყენებული, მაგრამ მათ ვეუბნებით იმას, რომ ეს აქტი აუცილებლად იქნება მიღებული, - ამბობს ლანა გალდავა. 

შეერთებულ შტატებში სამი სენატორის წინააღმდეგობის ფონზე, ივანიშვილის გუნდში დღეს ირწმუნებიან, თითქოს „მეგობარ აქტს“ სრული მხარდაჭერა აღარ აქვს და კანონპროექტი ვერ გავა. „ოცნების“ დეპუტატები ამტკიცებენ, რომ ამერიკული სანქციები აღარ იქნება.  

მსგავსი სიახლეები