გახარია: "ოცნების“ რეჟიმი თავს ესხმის დიპლომატებს, მაშინ როცა მტერს ურიგდება, ჩემი მხარდაჭერა ევროკავშირის ელჩს

26.07.25 14:16
გახარია: "ოცნების“ რეჟიმი თავს ესხმის დიპლომატებს, მაშინ როცა მტერს ურიგდება, ჩემი მხარდაჭერა ევროკავშირის ელჩს

პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გმობს „ქართული ოცნების“ თავდასხმას ევროკავშირის ელჩზე და პაველ ჰერჩინსკის მხარდაჭერას უცხადებს. 

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში, გახარია წერს, რომ „ქართული ოცნება" შეგნებულად ცდილობს "დაამცირონ ჩვენი მოკავშირეები, დააზიანონ ევროკავშირის იმიჯი და საქართველო ჩამოაშორონ დემოკრატიულ სამყაროს".

“ჩემი მხარდაჭერა პაველ ჰერჩინსკის, ევროკავშირის ელჩს საქართველოში.

„ქართული ოცნების“ რეჟიმი თავს ესხმის საქართველოს უახლოესი მეგობრებისა და მოკავშირეების დიპლომატებს, მაშინ როცა მტერს ურიგდება და იმეორებს რუსეთის პროპაგანდას -  ეს არის შეგნებული მცდელობა, რომ დაამცირონ ჩვენი მოკავშირეები, დააზიანონ ევროკავშირის იმიჯი და საქართველო ჩამოაშორონ დემოკრატიულ სამყაროს.

„ქართული ოცნება“ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყველაზე დიდი შიდა საფრთხეა.”- წერს გიორგი გახარია. 

ევროკავშირი კახა კალაძის განცხადებას, რომ მისი ნება რომ იყოს ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის "ქვეყნიდან გააძევებდა", განცხადებით პასუხობს და საქართველოს ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებს "მოერიდონ წამქეზებლურ პირად თავდასხმებს".

ამასთან, ევროკავშირის პრესსპიკერი წერს, რომ პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის სრული ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს. 

მსგავსი სიახლეები