ტერიტორიაზე, საიდანაც მოქალაქეები ძალადობრივი გზით გამოასახლეს, 7 საცხოვრებელი კორპუსის აშენებაა დაგეგმილი

26.07.25 20:40
ტერიტორიაზე, საიდანაც მოქალაქეები ძალადობრივი გზით გამოასახლეს, 7 საცხოვრებელი კორპუსის აშენებაა დაგეგმილი

"შაბათის ეთერი" ასაჯაროებს, თბილისი საკრებულოს მიერ, 2023 წლის 25 აგვისტოს დამტკიცებულ განაშენიანების რეგულირების გეგმას, რომელის თანახმად, თვალჭრელიძის 1 ნომერში, 7 საცხოვრებელი კორპუსის აშენებას, თბილისის საკრებულომ მწვანე შუქი აუნთო. 

გეგმის მიხედვით, თითოეული კორპუსი მაქსიმუმ 14 სართულიანი უნდა იყოს, რადგან შენობები აეროპორტის რეგულირების ზონაში ექცევა.  

განაშენიანების რეგულირების გეგმის თანახმად, მხოლოდ საცხოვრებელი ბინების სუფთა ფართი, 95 000 კვადრატული მეტრი უნდა იყო; 1000 კვადრატული მეტრი დაეთმობა საბავშვო ბაღს; საბოლოო ჯამში, საცხოვრებელ კორპუსში 2650-მა ადამინმა უნდა იცხოვროს. გეგმის თანახმად, კომპლექსში 600-ზე მეტი საპარკინგე ზონა უნდა იყოს მოწყობილი. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" 2015 წლის დაპირებით, აგრეგატის ქარხნის ყოფილი ტერიტორიაზე ფარმაცევტული საწარმო უნდა გახსნილიყო, მაშინ ეს ტერიტორია, ბიზნესმენ ალექსანდრე მაშკევიჩთან დაკავშირებული კომპანია "ჰუმანითი ჯორჯიას" გადაეცა.  

  • კომპანიისა და "საპარტნიორო ფონდის" ერთობლივი პროექტი მოიცავდა 2 კომპონენტს. ბაზარზე მედიკამენტების იმპორტის მიზნით, საპარტნიორო ფონდმა ჰუმანითი ჯორჯიას 11 მილიონ დოლარზე მეტი სესხის სახით გამოუყო. საბოლოოდ, თანამშრომლობის მეორე ეტაპი ვერ შედგა. ფარმაცევტული ქარხნის რამდენიმე მილიონიანი პროექტი ფონდმა აღარ დააფინანსა. მიზეზად 2017 წლის ბიუჯეტისა და ხარჯების ოპტიმიზაცია დასახელდა.

ამჟამად,  45 ათას 801 კვადრატული მეტრი ტერიტორია 5 შენობა ნაგებობით ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, "ბლექსი ფროფერთის" საკუთრებაა. ახლა ეს კომპანია აზერბაიჯანის მოქალაქე - აბულფაზ მელიკოვის სახელზეა გაფორმებული. აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ამ კომპანიაში 2 წლის წინ გამოჩნდა.

საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტების მიხედვით, "ბლექსი ფროფერთისი" 2023 28 დეკემბრამდე  ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობრის,  ვანო ჩხარტიშვილის საკუთრება იყო.  დოკუმენტების მიხედვით, ჩხარტიშვილმა ტერიტორია, სადაც  სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და დევნილების საცხორევბლებიიყო 12 მილიონ დოლარად გაყიდა.

მსგავსი სიახლეები