ოპოზიცია: "ოცნება" დეველოპერების ინტერესებს ხალხის პრობლემებზე მაღლა აყენებს
გამოსახლება თალჭრელიძის ქუჩაზე - "შაბათის ეთერში" გასული ხმაურიანი რეპორტაჟის შემდეგ ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ ხალხზე ზრუნვა და მათი საცოხვრისებით დაკმაყოფილება ივანიშვილის გუნდის ინტერესში არ შედის.
"ძლიერი საქართველოს" წევრის, საბა ბუაძის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული დეველოპერებისთვის ყოვეწლიურად მილიონობით კვ. მეტრის მშენებლობის ნებართვების გაცემა ხდება, "ოცნება" ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის ნაწილის პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული არ არის.
ის, რომ "ქართული ოცნების" 13 წლიანი მმართველობის შემდეგ დევნილების საცხოვრისის პრობლემა ასე მწვავედ დგას, არის ერთადერთი რამის დადასტურება, რომ ივანიშვილის და "ქართული ოცნების" პირობებში არც არადროს ყოფილა ჩვენი მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებული და ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ნაწილისთვის ამ პრობლემების გადაჭრა და ზოგადად, ვხედავთ ქვეყანაში საცხოვრისის პრობლემას, ვხედავთ მუნიციპალიტეტის ძალიან უსუსურ პოზიციას ამ ყველაფერთან მიმართებაში მაშინ, როდესაც მილიონობით კვ. მეტრის მშენებლობის ნებართვების გაცემა ხდება ყოველწლიურად და როგორც წესი, ეს ხდება "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული დეველოპერებისთვის, - ამბობს საბა ბუაძე.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ბესიკ დონაძე ამბობს, რომ დევნილების გამოსახლების დაორგანიზება ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ, უმტკივნეულოდ იყო შესაძლებელი.
ეს ყველაფერი, წელიწადნახევრით ადრე, შესაძლებელი იყო, რომ ისე დაორგანიზებულიყო, რომ არ მომხდარიყო ის ძალადობა, რომელიც ვიხილეთ ჩვენ ეკრანებზე. მაგრამ, სამწუხაროდ, არც მერია, არც ჯანდაცვის სამინისტრო არ აღმოჩნდა იმ სიმაღლეზე, რომლებიც იზრუნებდნენ მოქალაქეებზე და ამ მოქალაქეებს არ დატოვებდნენ ღია ცის ქვეშ. ის, რომ კალაძე ამბობს, რომ დღეს დაიწყო გარკვევა და აღმოჩნდა, რომ თურმე 9 ყოფილა, ამის გარკვევა შესაძლებელი იყო წელიწანახევრის წინ და წელიწადანხევრის წინ იყო მოლაპარაკების დაწყება ამ ადამიანებთან, - ამბობს ბესი დონაძე.
გახარიას გუნდის წევრი გიგა კაცია პირდაპირ ამბობს, რომ ტერიტორიის აზერბაიჯანული კომპანიისთვის მიყიდვა, სავარაუდოდ, თვალის ასახვევად მოხდა.
შეკვეთილი გამოსახლეობა იყო იმ რაოდენობის პოლიცია და ისეთი მეთოდებით მოხდა ადამიანების გამოსახლება. ეს, რა თქმა უნდა, თვალის ასახვევად. ახლა, კომპანია, რომელიც საერთოდ არ ოპერირებდა საქართველოში და არანაირი ბიზნესპროექტი არ აქვს განხორციელებული და დაახლოებით ერთი-ორი თვის უკან დაფუძნდა და უცებ ამხელა მშენებლობას იღებს, ეს, რა თქმა უნდა, არარეალურია, - ამბობს გიგა კაცია.
„შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, თბილისის საკრებულომ 2023 წლის 25 აგვისტოს დაამტკიცა თვალჭრელიძის 1-ში 7 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის გეგმა, თითოეული – მაქსიმუმ 14 სართულიანი, რადგან ტერიტორია აეროპორტის ზონაშია.
2015 წელს „ქართული ოცნების“ დაპირებით, ამ ადგილზე ფარმაცევტული ქარხანა უნდა გახსნილიყო, თუმცა ახლა 45 801 კვ.მ ტერიტორია „ბლექსი ფროფერთის“ ეკუთვნის, რომელიც აზერბაიჯანელ ბიზნესმენ აბულფაზ მელიკოვზეა გაფორმებული.
საჯარო რეესტრის დოკუმენტებით, 2023 წლის 28 დეკემბრამდე ეს ტერიტორია ვანო ჩხარტიშვილის საკუთრება იყო და მან იგი 12 მილიონ დოლარად გაყიდა.