"ეს ღირსების საკითხია" - ონისე ცხადაძის პასუხი მიხეილ ყაველაშვილს

29.07.25 12:59
"ეს ღირსების საკითხია" - ონისე ცხადაძის პასუხი მიხეილ ყაველაშვილს

 

 

სინდისის პატიმარი, ონისე ცხადაძე ანდრო ჭიჭინაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულებს მისდით ხმები, რომ მოიხადონ ბოდიში და გაათავისუფლებენ ყაველაშვილის შეწყალებით.

„არ ვაპირებ, პირველ რიგში იმიტომ, რომ არის ღირსების საკითხი.  არ ვაპირებ, მივწერო ადამიანს, რომელიც გუშინ ღირსებით ორდენით აჯილდოებდა ადამიანებს, რომლებმაც ხალხი სცემეს ქუჩაში და მეორე დღეს სპორტსმენებს აჯილდოებს" - აღნიშნა პროცესის დაწყრბამდე ცხადაძემ.

საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული 11 პირის -ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს. 

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები