გიორგი ბაჩიაშვილი სააპელაციო სასამართლოში ჩვენებას აძლევს
"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი სააპელაციო სასამართლოში, მოსამართლის წინაშე ჩვენებას მისცემს.
აღნიშნული შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რაც კოლეგიამ დააკმაყოფილა.
მანამდე, შესავალ სიტყვაში, ბიზნესმენმა მისი დაკავებასა და საქართველოში ჩამოყვანაზე, ასევე ციხეში ცემასთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა.
ბაჩიაშვილი სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც გიორგი ბაჩიაშვილი „ბიტკოინების საქმეზე“ მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.