გიორგი ბაჩიაშვილი: საქართველოში ახლა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“

30.07.25 14:56
გიორგი ბაჩიაშვილი:  საქართველოში ახლა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“

"მახსოვს მხედრიონის დრო, ახლა 21-ე საუკუნის "მხედრიონია" - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, პროცესზე განაცხადა.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ ის შურისძიების მსხვერპლია, ყველაფერი კი 2 წლის წინ, მას შემდეგ დაოწყო, რაც "ანტიდასავლურ პროპაგანდაზე" უარი თქვა. 

ბაჩიაშვილი მოსამართლეებს უხსნიდა, რომ მას ქვეყნის დატოვების სურვილი არ ჰქონდა, თუმცა იძულებული გახდა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა, რადგან ინფორმაცია მიიღო, რომ "ივანიშვილი მის გაჭყლეტვას აპირებდა". 

ეს გასამართლება პოლიტიკური შეკვეთის მცდელობაა. მე მართლა არ დამიტოვებია საქართველო 2 წლის განმავლობაში. მხოლოდ მაშინ გავხდი იძულებული, როცა პირდაპირ მომივიდა ინფორმაცია ციხეში შენს წამებას აპირებენო, "გაგჭყლიტავს ციხეში" - ივანიშვილმა ასე თქვაო. 

თვითმფრინავში დამხვდა ანრი ოხანაშვილი, სადაც მე ტომარაჩამოფარებული ვიყავი. მე პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე, ვითომ თეთრი ბოტასებითა და მაისურით რომ მიპოვეს, არის ტყუილი. ამ საქმეზე არავინ დაკითხულა და არც არანაირი პროცედურა არ ჩატარებულა. ჩემი გატაცების ამბავში ჩართული იყო სუს-ი და „აირზენა“.

შემდგომ ციხეში, ქსნის ციხიდან ჩამოიყვანეს ჯალათი, რომელმაც საკანში შემოსვლისთანავე დამიწყო ცემა, გინება, შუშით ცემა და თავი გამიტეხა.

მახსოვს მხედრიონის დრო, ახლა 21-ე საუკუნის "მხედრიონია""- დასძინა მან. 

ბაჩიაშვილის თქმით, მისი სასამართლო სხდომები დახურული იყო და სასამართლომ მას "საბოლოო სიტყვის უფლება წაართვა, რადგან საქმეზე მისი პოზიცია არ აინტერესებდა". 

ციხეში გამიწყვიტეს გარესამყაროსთან კავშირი. ადვოკატებთან ამიკრძალეს კომუნიკაციის უფლება, რომ ვერ დამერეკა და არ მეთქვა ციხეში მომხდარის ამბავი, ასევე არ დამარეკინეს სახალხო დამცველთან.

საავადმყოფოში სიმპტომები არ ჩამიწერეს. ამაზე კი პროკურორი ამბობს, რომ ამ საქმესთან ამ ამბავს კავშირი არ აქვსო. იგივე ამ სასამართლოსთანაც, ყველანი რომ მოგვამზადეთ და შემდეგ გადადეთ პროცესი და შემდეგ ისევ ჩანიშნეთ, ჩემს ადვოკატს მოუწია უცხოეთიდან ჩამოსვლა. დრო მოგვეცით, რომ მოვემზადოთ - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ასევე ნახეთ:

მსგავსი სიახლეები