ალექს რაუფოღლუ: "MEGOBARI აქტის დაჩქარებული წესით მიღებაზე პაუზა სამიდან ერთმა სენატორმა მოხსნა"
„დიდი სიახლე MEGOBARI ACT-ზე - წყაროები მეუბნებიან, რომ სამიდან სენატის ერთ-ერთი ბლოკი მოხსნილია. წინ!" - ამის შესახებ ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მანამდე რაუფოღლუმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სენატში MEGOBARI აქტის მიღებას სამი სენატორი, რენდ პოლი, მაიკ ლი და მარკუეინ მალენი აჭიანურებდა.
ჟურნალისტის ინფორმაციით, აღნიშნულმა სენატორებმა განაცხადეს, რომ ლობისტურმა ჯგუფებმა შეიყვანეს შეცდომაში, რომ თითქოს MEGOBARI აქტი მთელ ერს ასანქცირებდა.
მსგავსი სიახლეები
23.09.26 14:05
მამამ შვილს დაუთმო ადგილი - ყოფილი მოსამართლე საკონსტიტუციოში მიმდინარე პროცესებს "ნეპოტიზმის აშკარა მაგალითად" აფასებს
თამარ ლალიაშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საკადრო ცვლილებები, მისი აზრით, კლანური მმართველობისა და ნეპოტიზმის კიდევ ერთი გამოვლინებაა.