ივანიშვილის შემდეგ, ისრაელის ელჩს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეხვდა

10.11.26 10:18
ივანიშვილის შემდეგ, ისრაელის ელჩს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეხვდა

ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, ისრაელის ელჩს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეხვდა. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და  ვალიდ აბუ ჰაიასმა საქართველო-ისრაელის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხლეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუბრი რეგიონში მიმდინარე პროცესებსაც შეეხო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ისრაელის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და მათი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, საერთო ინტერესების მქონე სფეროებში.

საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს".- წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ისრაელის ელჩს პარასკევს ბიძინა ივანიშვილი შეხვდა. შეხვედრას ირაკლი კობახიძე არ ესწრებოდა.

მსგავსი სიახლეები