მზადება 4 ოქტომბრისთვის -პაატა ბურჭულაძე კრიტიკოსებს პასუხობს

31.07.25 13:54
მზადება 4 ოქტომბრისთვის -პაატა ბურჭულაძე კრიტიკოსებს პასუხობს

ბოიკოპტის მომხრე პარტიების კრიტიკის მიუხედავად, 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზაციები გეგმების შეცვლას არ აპირებენ. 

  • ბურჭულაძის თქმით, 4 ოქტომბერს, 4 საათზე, შეიკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე და ჩაატარებენ ეროვნულ კრებას. მისი აზრით, "ეს იქნება ხალხისთვის ძალაუფლების დაბრუნების დღე".

პაატა ბურჭულაძეს არ ესმით, ვის გულისხმობდა ელენე ხოშტარია "სასარგებლო იდიოტებსა და სუს-ის ინტერესების გამტარებლებში" და ამბობს, რომ განმარტება თავად "დროას" ლიდერმა უნდა გააკეთოს: 

შემიძლია ერთი რამე ვთქვა - არაფერს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, არაფერს იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამე ითქმევა მომავალში.  მთავარია, 4 ოქტომბერს მთელი ქალაქი, მთელი საქართველო გამოვიდეს გარეთ.

ვინ რას ილაპარაკებს აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს. რაც გინდა გვიწოდონ, რა სახელიც გინდა დაგვარქვა, ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. აუცილებლად უნდა დავამხოთ მშვიდობიანად "ქართული ოცნება". 

ლევან ხაბეიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე გამჩენილი პოლიტიკოსი დღეს, რომელიც მართლა ომობს და გაერთიანებაში ჩვენთან, თვითონაც თავს გრძნობს როგორც საქართველოს მოქალაქე და არა როგორც რომელიმე პარტიის წარმომადგენელი. 

ასევე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკური პარტიების, საქართველოს მოქალაქეებს მოვიდნენ ჩვენთან ერთად და ერთად ვიბრძოლოთ. 

უნდა კითხოთ ელენე ხოშტარიას ვის დაარქვა ეს. შეიძლება მე დამარქვა, შეიძლება ლევან, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს" - თქვა ბურჭულაძემ. 

ამ თემაზე გუშინ ელენე ხოშტარიამ "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა - "დროას" ლიდერმა "საჯარო პოლიტიკაში" თქვა, რომ "ამომრჩევლის მოტყუებაა, კონკრეტული თარიღების დასახლება, რომ რომელიმე დღეს ვინმე "ოცნებას" დაამხობს". 

  • ყველა, ვინც წინასწარ აცხადებს რევოლუციას, არის მატყუარა და სასარგებლო იდიოტი - ელენე ხოშტარია.

ხოშტარიას ამბობს, რომ მის განცხადებაში კონკრეტულ ადამიანებს არ გულისხმობდა და არ ესმის ვინ რატომ მიიღო თავის თავზე. ხოშტარიასთვის "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას თინა ბოკუჩავა გამოხატავს რომლის განცხადებასაც ხოშტარიამ მხარდაჭერა გამოუცხადა.

"ჩვენნი ამოცანა არის საზოგადოებასთან და ხალხთან გვქონდეს მკაფიო სიცხადე, თუ რა არის ბრძოლის გზა. ცდუნება, რომ წინასწარ გამოაცხადო რომელიმე თარიღი, როდესაც შენ იტყვი, რომ აი, ამ დღეს ეს დასრულება, ეს ცდუნება არაერთ პოლიტიკოსს ჰქონია. შეიძლება, მეც კი დამიშვია მსგავსი შეცდომა, რომ აი, გავედით და დავასრულეთ და ა.შ.. 

ეს ცდუნება არის სტრატეგიული შეცდომა ოპოზიციის მხრიდან, თუ ჩვენ ამ ცდუნებას გავყვებით. მე არ ვიცი, ვინც არ უნდა იყოს, თავის თავზე ასე პირდაპირ რატომ იღებენ თავის თავზე?!

პრობლემა ის არის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ დღეს რომ ქუჩაში გადის: შენ თუ მას ეუბნები - დღეს რომ ქუჩაში გახვალ, არ აქვს მნიშვნელობა 31 აგვისტო იქნება, 5 სექტემბერი, თუ  4 ოქტომბერი, შენ როდესაც მას ეუბნები, რომ მორჩა ამ დღეს უნდა დამთავრდეს - მე შეიძლება ემოციურად მესმოდეს, მაგრამ არავინ არ იცის, ეს დამთავრდება 3 სექტემბერს, რომელ აგვისტოს და რომელ ოქტომბერს," - განაცხადა ხოშტარიამ. 

უკვე მეორე დღეა, თინა ბოკუჩავას და ელენე ხოშტარიას განცხადებების შემდეგ 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა.

რევოლუციის თარიღი არ ანონსდება, ფსონი ერთ თარიღზე არ უნდა დაიდოს – თინა ბოკუჩავა

არჩევნების ბოიკოტის მომხრე პარტიები ამბობენ, რომ რეჟიმის რყევა, კონკრეტული თარიღების დაანონსების გარეშე უნდა გაგრძელდეს და იტყუება ყველა, ვინც ხალხს ჰპირდება რომ კონკრეტულ დღეს "ოცნებას" დაამხობენ.

მსგავსი სიახლეები