პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბერს ვიკრიბებით, ვატარებთ ეროვნულ კრებას, ვიბრუნებთ რეჟიმის მიერ მიტაცებულ ქვეყანას
მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბრის დავასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ 4 ოქტომბერი არ არის უბრალოდ პროტესტის დღე, "4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ".
ასევე ბურჭულაძე ხალხს მიმართავს და 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს, სადაც "ეროვნული კრება გაიმართება".
ამ განცხადების ადრესატი არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია და არცერთ პოლიტიკოსი და ამიტომაც მივმართავ მის უდიდებულესობას, ქართველ ხალხს.
4 ოქტომბერს, 16:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე ვატარებთ ეროვნულ კრებას, ვიბრუნებთ რეჟიმის მიერ მიტაცებულ ქვეყანას და ხმას ვაძლევთ საქართველოს გათავისუფლებას. ივანიშვილს უნდა ჩამოვართვათ უკანონოდ მითვისებული ძალაუფლება და დავუბრუნოთ ხალხს.
4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე. ასე რომ 4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ. მოემზადე საქართველო. ბრძოლა ბოლომდე" - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.