თუ, თინა ბოკუჩავას ჩვენ ვყავდით მხედველობაში, ცოტა უსიამოვნო საუბარი გვექნება - ნადიმ ხმალაძე
"რუსთაველის გამზირის" წევრს, ნადიმ ხმალაძეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარესთან შეხვედრის სურვილი აქვს.
პროევროპულინ აქციების თინა ბოკუჩავასგან მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტების მოსმენა სურს. საუბარია განცხადებაზე, სადაც თინა ბოკუჩავა ამბობს: "რევოლუციის თარიღი არ ანონსდება და ფსონის ერთ თარიღზე დადება და საზოგადოების მოლოდინების არასწორი მართვა სრულიად გაუმართლებელია".
- თინა ბოკუჩავას თქმით, იზიარებს მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, რომ საჭიროა მაქსიმალურად დიდი საპროტესტო ფრონტის შექმნა და შეტევითი, ოღონდ მშვიდობიანი მოქმედებით ხელისუფლების შეცვლა.
- როგორც ბოკუჩავა ამბობს, ყველა, ვინც სხვა რამეს ქადაგებს, ან ივანიშვილის მოგზავნილია, ან უბრალოდ პროვოკატორი.
მე რატომღაც მგონია, რომ თინა ბოკუჩავამ ეს განცხადება ან დაუფიქრებლად თქვა, ან ჩვენ არ ვყავდით მხედველობაში.
მაგრამ ქალბატონ ელენეს ვურჩევ: მათ მიერ 2 თვეში ერთხელ, დაგეგმილი რაღაც რიცხვებიდან უკვე რვა თვე გავიდა და ჩვენ ისევ იმ ადგილზე ვდგავართ. მოვუწოდებ, რომ შეიკავოს თავის.
სიამოვნებით შევხვდებოდი, აუცილებლად შევხვდები და ვკითხავ - ვინ ყავდა მხედველობაში. ჩვენ თუ ვყავდით მხედველობაში მაშინ, არ ვიცი, ცოტა უსიამოვნო საუბარი გვექნება," - განაცხადა ნადიმ ხმალაძემ.