ვინ არიან "ქართული ოცნების" სპონსორი ბიზნესმენები - ტენდერები, რომლებიც მათ მოიგეს

31.07.25 17:25
ვინ არიან "ქართული ოცნების" სპონსორი ბიზნესმენები - ტენდერები, რომლებიც მათ მოიგეს

ვინ არიან "ქართული ოცნების" სპონსორი ბიზნესმენები? - დოკუმენეტებით, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" გაავრცელა, დგინდება, რომ მილიონები ბიძინა ივანიშვილის პარტიას არაერთმა ბიზნეს ჯგუფმა აჩუქა, თუმცა იგივე ხალხმა უკან, მილიონიანი ტენდერები წაიღო.

TI-ის ინფორმაციით, შემომწირველებთან დაკავშირებულ 11 კომპანიას 422 მილიონი ლარის ტენდერები აქვს მოგებული, 13 კომპანიას კი 71 მილიონი ლარის სუბსიდიები აქვს მიღებული. 

ივანიშვილის პარტიის სპონსორებს შორის არიან დოლიძეების სამშენებლო ჯგუფი („მონოლითი 2005“ და „ბონდი-2009“)
კომპანიები დაკავშირებული არიან ძმებ ნუკრი და მერაბ დოლიძეებთან, მათ ერთსა და იმავე დღეს 2025 წლის 7 მაისს „ქართულ ოცნებას“ ჯამში 120,000 ლარი შეწირეს.

"ოცნებას" ფული შესწირა ასევ ვახტან კარიჭაშვილთან დაკავშირებულმა ჯგუფმა - "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ცნობით, ეს ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური ქსელია, რომლის ცენტრალური ფიგურა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორი ვახტანგ კარიჭაშვილია, რომელიც თავად უშუალოდ პარტიის შემომწირველი არ არის. მასთან დაკავშირებული კომპანიები სოფლის მეურნეობის სუბსიდიების ბენეფიციარები არიან. კარიჭაშვილის 8 კომპანიამ სუბსიდიის სახით ჯამურად 56 მლნ მიიღო, აქედან 25 მლნ ლარი — 2024 წელს. 2024 წელს სოფლის მეურნეობის პროგრამებიდან სულ 196 მლნ ლარის სუბსიდია გაიცა და ამ თანხის 13% მხოლოდ ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიებმა მიიღეს. ყველა ეს თანხა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებშია გაცემული. კარიჭაშვილის კომპანიებთან დაკავშირებულ შემომწირველებს მმართველი პარტიისთვის სულ 783,000 ლარი აქვთ შეწირული, ხოლო 2025 წელს 140,000 ლარი შეწირეს.

ჩამონათვალში ასევე არის შპს „ნოვასთან“ დაკავშირებული ჯგუფი - ეს ჯგუფი, რომელიც სამშენებლო მასალების მსხვილ კომპანია „ნოვას“ პარტნიორებს აერთიანებს, 2025 წლის აპრილის ბოლოს კოორდინირებულად, რამდენიმე დღის შუალედში, 258,000 ლარს სწირავს მმართველ პარტიას. პარალელურად, მათი კომპანია 2024 წლიდან მოყოლებული, 6.5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერებს იგებს.

ცალკე არის გამოყოფილი TI-ის კვლევაში ასევე "ბაგრატიონების ჯგუფი" - ეს ჯგუფი მუხრან ბაგრატიონს და მის ოჯახის წევრებს აერთიანებს. მათთანაა დაკავშირებული თბილისში მდებარე სავაჭრო ცენტრები „ქალაქის გული“, „თერგი“, „ოქროს კიდობანი“ და სხვა. ჯგუფი 2025 წლის 17 აპრილს, ერთ დღეში, 165,000 ლარს სწირავს პარტიას. მათთან დაკავშირებული კომპანიები, ძირითადად, აგრარული მიმართულებით, ჯამურად მილიონობით ლარის სუბსიდიებს იღებენ.

ასევე შემწირველთა შორისაა უსანეთაშვილები და შპს „არსაკიძე-2000“ - ეს ჯგუფი აერთიანებს მამა-შვილ ვაჟა და ნიკოლოზ უსანეთაშვილებს, რომლებმაც 11 აპრილს ჯამში 105,000 ლარი შეწირეს პარტიას. მათთან დაკავშირებული კომპანია „არსაკიძე-2000“ მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტორია. 2024 წლიდან კომპანიამ 5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 8 ტენდერი მოიგო. აღსანიშნავია, რომ უსანეთაშვილები ასევე არიან „ლილო-მოლის“ მეწილეები, რომელიც აგრეთვე „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველი ბიზნესჯგუფია. 2012 წელს ვაჟა უსანეთაშვილს მაშინდელი მმართველი პარტიისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ აქვს 60,000 ლარი შეწირული.

დღეს "პირველბმა" კითხვები დაუსვა ვაჟა უსენათაშვილს და ჰკითხა, როგორ მიიღო 5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 8 ტენდერი კომპანია „არსაკიძე-2000“-მა. უსენათაშვილი თავდაპირველად ირწმუნებოდა, რომ არც ის და არც მისი შვილი არსაკიძე-2000“-ში აღარ არიან, შემდეგ კი წყობიდან გამოვიდა და გინებაზე გადავიდა. 

"პირველების" კითხვებმა გააღიზიანა  დოლიძეების სამშენებლო ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნუკრი დოლიძეც, მან პირველების კითხვას ლანძღვით უპასუხა. 

ამავე თემაზე: 

მსგავსი სიახლეები