"ხალხის ძალას" ივანიშვილის გარემოცვა აფინანსებს
"ხალხის ძალას" ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრი და "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის კომპანიები აფინანსებენ - "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ დღეს გასაჯაროვებული მონაცემებით, დგინდება, რომ "ოცნების" განაყოფ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ამტკიცებს, რომ პარლამენტში ოპოზიციას წარმოადგენს, ფულს სწორედ ივანიშვილთან დაკავშირებული პირები სწირავენ.
ერთი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის ძმა - არჩილ მამაცაშვილია, მეორე კი დენდროლოგიური პარკის დირექტორი, პაატა სულაბერიძე.
დღეს "პირელები" პაატა სულაბერიძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, თქვა თუ არა უარი "ოცნების" მხარდაჭერაზე და რატომ გადაწყვიტა ხალხის ძალას აჩუქოს ფული, თუმცა სულაბერიძემ "პირველების" კითხვებს არ უპასუხა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველ 6 თვეში "ხალხის ძალას" 190,000 ლარი შეწირეს, ყველა შემომწირველი გასულ წლებში „ქართულ ოცნებას“ წირავდა თანხას და ჯამში 337,369 ლარი აქვთ მმართველი პარტიის ყულაბაში შეტანილი.