კობახიძე მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტებს აღიარებს, თუმცა ამტკიცებს, რომ ფაქტს ვერ იძიებენ
რატომ არ არის დასჯილი არცერთი პირი, ვინც ნოემბერ-დეკემბერში, მომიტინგეებსა და ჟურნალისტებზე იძალადა? - ირაკლი კობახიძემ მედიას ახალი ვერსია შესთავაზა.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ძალადობის ფაქტები აღიარა და მას "
სამწუხარო უწოდა, თუმცა იქვე თქვა, რომ ძალადობის ფაქტებს ვერ იძიებენ, რადგან მოძალადეების, არაფორმალური ჯგუფების თუ სპეცრაზმელების იდენტიფიცირება შეუძლებელია.
"პირველებმა" "ოცნების" ლიდერს, "შაბათის ეთერის" გადამღებ ჯგუფზე, მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულზე თავდასხმის საქმე შეახსენა, თუმცა კობახიძეს არ აქვს კითხვა, რატომ არ მოხდა არცერთი მათგანის დაკავება, მაშინ როცა მოძალადეები საკუთარმა მეზობლებმა ამოიცნეს.
თქვა მხოლოდ ის, რომ თავადაც დაინტერესებულია და საგამოძიებო ორგანოებთან კითხულობს ამ საქმეების მიმდინარეობის შესახებ.
რაც შეეხება მოძალადეების დასჯას - არ შეიძლება აქ ორმაგი სტანდარტით ვიმოქმედოთ, გეთანხმებით, რომ თუ ვინმე ძალადობდა, ყველა დასასჯელია.
რაც შეეხება ზალოვნების მიმართულებას, აქ იყო მტკიცებულებების, იდენტიფიცირების პრობლემა. აქაც დამატებით უნდა ჩავეძიოთ შესაბამის უწყებებს და დავადგინოთ, რამდენად არის თუ არა იდენტიფიცირებადი. ახლა რა ინფორმაციაც არის, იდენტიცირებად არ არიან ეს პირები, თუმცა შესაბამისი სამუსაობი უნდა გაგრძელდეს.
მინდა, საჯაროდ ვთხოვო ყველას, როგორც პროკურატურას ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუ ისინი შეძლებენ შესაბამისი პირების იდენტიფიცირებას, მაქსიმალურად უნდა სცადონ ეს ყველაფერი. იგივე ეხება ამ საქმეს ("ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას) საჯაროდ შემიძლია ყველას მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად ჩაეძიონ თითოეულ ამ საქმეს"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.