“პირველების“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჯუანშერ ბურჭულაძესთან

01.08.25 12:59
“პირველების“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჯუანშერ ბურჭულაძესთან

ექსკლუზიური ინტერვიუ ჯუანშერ ბურჭულაძესთან - თავდაცვის ყოფილი მინისტრი დუმილს პირველად “პირველებთან“ არღვევს. 

ბურჭულაძისთვის გაუგებარია, რატომ დააკავეს თავდაცვის სამინისტროს ორი მაღალჩინოსანი, გიორგი ხაინდრავა და ვლადიმერ ღუდუშაური. მისი განმარტებით, ამჟამად დაკავებულების ინტერესი ვერანაირად იქნებოდა კორუფციული სქემა საქმეში.

რაც შეეხება მის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს - ბურჭულაძე ამბობს, რომ მასთან ჰქონდა კომუნიკაცია, თუმცა, დეტალურად არ გაუგია მისგან, თუ რას ედავებოდა გამოძიება. 

დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, სიმართლე გაირკვევა, ჩემი თანამშრომლების ბრალეულობა არ იქნება. დანარჩენი, მე რაც სასამართლოდან გამომდინარე გავიგე, ბუნებრივია, ჩემი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ მას, აქ მხოლოდ და მხოლოდ, თუ გაყალბებას აქვს ადგილი საბუთების, ეს შესაძლოა, კერძო კომპანიის ინტერესებში შედიოდეს. თეორიულად ვერ ვუშვებ, რატომ შეიძლება შედიოდეს უწყების ინტერესში, რომ კერძო კომპანიას საბუთები გაეყალბებინა.

რაც შეეხება ჩემ ნათესავს - თუ ამაში ხელშეწყობა აქვს, ამ შემთხევავშიც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შედიოდეს ჩემი ნათესავის ინტერესში, ხელი შეეწყო საბუთების გაყალბებაში, თუმცა, თუ მან ასეთ რამეში მიიღო მონაწილეობა, ბუნებრივია, უნდა დაისაჯოს",- განაცხადა ბურჭულაძემ.

„პირველებთან“ ინტერვიუში ბურჭულაძე არც იმას უარყოფს, რომ ანტიკორუფციულ სამსახურში გამოკითხა და გამომძიებლებმა კითხვები, მათ შორის ღარიბაშვილთან დაკავშირებითაც დაუსვეს.

ისედაც გრიფიანი საქმეა, გაუთქმელობაა და შესაბსამისად, ამით შემოვიფარგლები"-ამბობს ის. 

ბურჭულაძე ირწმუნება, რომ მისი უახლესი გარემოცვის დაკავებას პოლიტიკურ ინტერესს არ უკავშირებს.

არ მგონია, რომ აქ რამე პოლიტიკური ინტერესი ან დავალება იყოს,-ამბობს ის.

ექს მინისტრი ადასტურებს იმასც, რომ მისი უწყების მაღლჩინოსნების დაკავების და გამოკითხვაზე დაბარების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა ჰქონდა.

ერთხელ მქონდა კომუნიკაცია, შევხვდი, ამ თემასთან დაკავშირებით აინტრერესებდა, მე რა ინფორმაცია მქონდა. არ მგონია, რომ ეს ყველაფერი ან მე, ან ყოფილ პრემიერს გვეხებოდეს", -თქვა მან.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე სასამართლომ წინა კვირას წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. 

ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. 

უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.

მსგავსი სიახლეები