გვარამია დათაშვილზე: ბოლოს ეს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებამ ჩაიდინა მწერალ ნაზი შამანაურის წინააღმდეგ, რომელიც მოსკოვში "სბერსკის" ინსტიტუტში გამოკეტა

02.08.25 16:09
გვარამია დათაშვილზე: ბოლოს ეს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებამ ჩაიდინა მწერალ ნაზი შამანაურის წინააღმდეგ, რომელიც მოსკოვში "სბერსკის" ინსტიტუტში გამოკეტა

ბოლოს ეს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებამ ჩაიდინა მწერალ ნაზი შამანაურის წინააღმდეგ, რომელიც მოსკოვში "სბერსკის" ინსტიტუტში გამოკეტა - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით მოთავსების გადაწყვეტილებას.

ვარამიას თქმით, "არაფერი უფრო საბჭოთა და უფრო ამაზრზენი, ვიდრე დისიდენტის „გიჟად გამოცხადება“, როგორც ამას საბჭოთა კავშირში ეძახდნენ"

„მინდა გამოვეხმაურო დაპატიმრებული სკოლის მასწავლებლის, ნინო დათაშვილის იძულებით გადაყვანას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

არაფერია უფრო საბჭოთა, არაფერი უფრო ამაზრზენი, არაფერი უფრო მდაბიო და ძალადობრივი არ არსებობს, ვიდრე დისიდენტის შერაცხადობის კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა, როგორც საბჭოთა კავშირში ეძახდნენ "გიჟად გამოცხადება".

ამაზე უარესი არანაირი პატიმრობა არ არის! ბოლოს ეს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებამ ჩაიდინა მწერალ, ნაზი შამანაურის წინააღმდეგ, რომელიც მოსკოვში "სბერსკის" ინსტიტუტში გამოკეტა და ის იქ გარდაიცვალა.

თავისუფლება ნინოს! ოლიგარქია უნდა დაემხოს!“, - წერია ნიკა გვარამიას წერილში.

სასამართლომ პროკურატურას ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების მოთხოვნა დაუკმაყოფილა .

ადვოკატის თქმით, პროკურატურის შუამდგომლობა ეფუძნება სამედიცინო ჩანაწერებს, სადაც წერია, რომ ნინო დათაშვილს აქვს ძალიან მძიმე ხერხემლის დიაგნოზი და თანმხლებ სიმპტომად მითითებულია ემოციური ლაბილობა, რასაც თან ახლავს ტირილი დაემოციის მატება, რაც თამარ გაბოძის განცხადებით, არცერთ შემთხვევაში არ არის დიაგნოზი.

უფლებადამცველის განმარტებით, ემოციური ლაბილობა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება შეფასდეს იძულებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების დიაგნოზად.