ზურაბიშვილი დათაშვილზე: ახალი ნაბიჯი საბჭოთა კავშირში დაბრუნებისკენ, ფსიქიატრიული დაწესებულება ტერორის ახალი ინსტრუმენტია

02.08.25 18:08
ზურაბიშვილი დათაშვილზე: ახალი ნაბიჯი საბჭოთა კავშირში დაბრუნებისკენ, ფსიქიატრიული დაწესებულება ტერორის ახალი ინსტრუმენტია

„ახალი ნაბიჯი საბჭოთა კავშირში დაბრუნებისკენ" -  ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით მოთავსების გადაწყვეტილებას.

როგორც ზურაბიშვილის სოციალურ ქსელში წერს, "ფსიქიატრიული დაწესებულება ტერორის ახალი ინსტრუმენტია". 

„ახალი ნაბიჯი საბჭოთა კავშირში დაბრუნებისკენ. ფსიქიატრიული დაწესებულება ტერორის ახალი ინსტრუმენტია: ნინო დათაშვილი, აქტივისტი, მასწავლებელი და მარტოხელა დედა, 20 ივნისს დააკავეს. დღეს „სასამართლომ“ მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა ბრძანა!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

სასამართლომ პროკურატურას ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების მოთხოვნა დაუკმაყოფილა .

ადვოკატის თქმით, პროკურატურის შუამდგომლობა ეფუძნება სამედიცინო ჩანაწერებს, სადაც წერია, რომ ნინო დათაშვილს აქვს ძალიან მძიმე ხერხემლის დიაგნოზი და თანმხლებ სიმპტომად მითითებულია ემოციური ლაბილობა, რასაც თან ახლავს ტირილი დაემოციის მატება, რაც თამარ გაბოძის განცხადებით, არცერთ შემთხვევაში არ არის დიაგნოზი.

უფლებადამცველის განმარტებით, ემოციური ლაბილობა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება შეფასდეს იძულებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების დიაგნოზად.

მსგავსი სიახლეები