რატომ შეცვალა რიტორიკა “ქართულმა ოცნებამ“ -ივანიშვილის გუნდი “მძინარე ცხინვალის დაბომბვას“ აღარ ახსენებს

04.08.25 13:57
რატომ შეცვალა რიტორიკა “ქართულმა ოცნებამ“ -ივანიშვილის გუნდი  “მძინარე ცხინვალის დაბომბვას“ აღარ ახსენებს

ცვლის თუ არა “ქართული ოცნება“ აგვისიტოს ომთან დაკავშირებით რიტორიკას და პოზიციას. წულუკიანის კომისიის დასკვნაზე ივანიშვილის გუნდი აღარ საუბრობდა არც იმაზე, რა გამოიძია აგისტოს ომზე და აღარც საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებდა ომის დაწყებაში. თუმცა, კომისიის პარალელურად არაერთი განცხადება გაკეთდა, აგვისტოს ომის გმირებზე, მათ შორის, გიორგი ანწუხელიძესზე, რომელსაც თეა წულუკიანმა “სხვის პიარს უაზროდ შეწირული“ უწოდა.

დღეს ისინი აღარც “მძინარე ცხინვალის დაბომბვას“ ახსენებდნენ და აღარც წინა ხელისუფლებას და “ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებდნენ ომის დაწყებაში.

თენგიზ შარმანაშვილი ამტკიცებდა, რომ “საუბარი არაფერ შუაში იყო და დოკუმენტზე ხელის მოსაწერად იყვნენ შეკრებილები და “საუბარი ახლა მეორეხარისხოვანია“.

უზარმაზარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ხელისუფლებას, რომელმაც არასწორად წარმართა მთელი თავისი პოლიტიკური და სხვა ტიპის საქმიანობა, 2008 წელს დიდი ზიანი მოუტანა საქართველოს. რაც შეეხება ომის დაწყებას-ომი რომ დაიწყო საქართველომდ ა პასუხისმგებელია, ეს “ნაციონალურმა მოძრაობამ“ კენჭისყრით დაადასტურა ევროპაში, ჩემი პოზიცია ცნობილია და დოკუმენტურადაც ნახავთ, - განაცხადა შარმანაშვილმა.

იგივე პასუხი გასცა ილია ინჯიამ ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ ისაუბრეს აგვისტოს ომზე? და მხოლოდ დასკვნაზე და მის საინტერესო ფაქტებზე გააკეთა აქცენტი.

არ ვფიქრობ, რომ რამე თემა დაგვრჩა განუხილველი, ან ყურადღების მიღმა. დღეს არ იყო ის ფორმატი, რომ დასკვნის დეტალები განგვეხილა, ამიტომ არ გვქონდა აგვისტოს ომზე საუბარი. ძალიან საინტერესო ფაქტებს გაეცნობით, როდესაც გექნებათ საშუალება კომისიის სხდომას გაეცნოთ- განაცხადა ილია ინჯიამ.

ალექსანდრე ტაბატაძემ იყო ერთადერთი, რომელმაც ჟურნალისტს უთხრა, რომ “რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას ომი არ დაუწყია და ეს ჰააგაშიც და სტრაბურგშიც დადასტურებულიაო“.

კომისიაზე დღეს დასკვნის ნაწილი განიხილებოდა, ჩვენ სათითაო თავებად არ განგვიხილავს არცერთი ის მიმართულება, რომელიც ასახული იქნება საბოლოო ჯამში. არ იქნებოდა საუბარი არც აგვისტოს ომზე, რადგან არ იყო არც ბიზნესის რეკეტზე, არც ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ჩვენ ქვეყანას ომი რომ არ დაუწყია, ეს დაამტკიცეს ჰააგაშიც და სტრასბურგშიც-განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

ცნობისთვის,  წულუკიანის კომისიამ “2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე“ მუშაობა დაასრულა და 430 გვერდისგან შემდგარი დასკვნის პროექტი წარადგინა, რომელსაც საშემოდგომო სესიაზე  განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები