მამუკა ჟღენტი წერილზე: ეს ივანიშვილის სიტყვებია, მოსკოვიდან მიღებულ დავალებას ასრულებენ
დიპლომატი, მამუკა ჟღენტი ბიძინა ივანიშვილთან აფილირებული ფილოსოფოსის წერილს ეხმიანება და ამბობს, რომ ზაზა შათირიშვილს ბიძინა ივანიშვილი ალაპარაკებს.
მისი შეფასებით, მეგობარ სახელმწიფოსთან ურთიერთობის გაფუჭება, რუსეთის დავალებაა, რასაც "ქართული ოცნება" ასრულებს.
დიპლომატის თქმით, აშშ არის სახელმწიფო, რომლის ინტერესებშიც "არადემოკრატიული, მაფიოზური წარმონაქმნი არ შედის".
ჟღენტის განცხადებით, არჩევნებზე, რომელშიც დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენთან დამარცხდა, "ქართულ ოცნებას" ფსონი ბაიდენზე ჰქონდა დადებული".
რა თქმა უნდა ეს არის ივანიშვილის სიტყვები. რა თქმა უნდა ეს არის ისევ და ისევ მოსკოვიდან მიღებული დავალება და ცდილობენ რადიკალურად კიდევ უფრო გაარადიკალურონ, კიდევ უფრო ასე ვთქვათ, გამოუსწორებელ, შემობრუნების წერტილის საშულებაც, რომ აღარ იყოს, აი ეს რუბიკონი გადალახონ.
ახლა კი ამას იძახდნენ, მაგრამ თუ გახსოვთ, წინა არჩევნებზე, როდესაც ტრამპი დამარცხდა ბაიდენთან, მაშინ ამათ ფსონი ბაიდენზე ჰქონდათ დადებული და ლამის ბაიდენის ადმინისტრაციას აფინანსებდა კიდეც რაღაცა ფორმით, ყოველ შემთხვევაში, მცდელობა ასეთი იყო.ამერიკის საგარეო პოლიტიკა, ვერ იქნება და არასდროს არ იქნება დაფუძნებული, ვინც არ უნდა იჯდეს თეთრ სახლში, სახელმწიფო მდივანი ვინც არ უნდა იყოს, შეუძლებელია იყოს პირადი... ეს არის სახელმწიფო, მათ ინტერესებში არადემოკრატიული, მაფიოზური წარმონაქმნი არ შედის. მითუმეტეს ისეთ მნიშვნელოვან რეგიონში, რომელიც საქართველოა," - განაცხადა მამუკა ჟღენტმა.
"ქართული ოცნებასთან" აფილირებული ზაზა შათირშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ფინანსისტის ინფორმაციით, მმართველი პარტიის დამფუძნებლის მოსაზრებებს ახმოვანებს, ახალ წერილს აქვეყნებს, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღიად უპირისპირდება.
"დონალდ ტრამპის ხელით, სწორედ რომ ოლიგარქების კარნახით იმართება"- წერს ფილოსოფოსი.