“NEVER SAY NEVER“- “ოცნებაში“ ღარიბაშვილის მიერ ახალი პარტიის შექმნას არ გამორიცხავენ

05.08.25 15:36
“NEVER SAY NEVER“- “ოცნებაში“ ღარიბაშვილის მიერ ახალი პარტიის შექმნას არ გამორიცხავენ

შექმნის თუ არა ახალ პარტიას ბურჭულაძე ღარიბაშვილთან ერთად- ივანიშვილის გუნდის წევრები გავრცელებულ ინფორმაციას „გამოგონილს“ უწოდებენ, თუმცა, გია ვოლსკი მაინც ამბობს, რომ NEVER SAY NEVER“.

შესაბამისად, ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ “ექს პრემიერმა მართლაც შექმნას ახალი პარტია, „ოცნების“ ყოფილ ჩინოვნიკებთან ერთად“.

ვოლსკიმ, თითქოს, ვერ გაიხსენა, ვინ იყო ჯუანშერ ბურჭულაძე, ხოლო პაპუაშვილმა კითხვებზე პასუხი არ გასცა და მხოლოდ ერთიდაიგივეს იმეორებდა, რომ „გამოგონილ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს“.

ცხოვრებაა, ნუ გამორიცხავ, NEVER SAY NEVER, შენ არ იცი, როგორ განვითარდება ცხოვრება, შეკითვა-ღარიბაშვილის ოპოზიციაში მოსვლას გამორიცხავ თუ არა, არის ერთადეერთი მიზეზით შექმნილი, ეს არის თემის წამოწევა, რომ ყოფილი მინისტრები, ვიღაც, აყენებენ ამ საკითხს. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ხვალ თქვენ გახდეთ, ნაცმოძრაობის ლიდერი. ეს არის გამოგონილი, სულელი ადამიანები დაჯდენენ, არა „ტოპ ტვინები“ და ეს შექმნეს. ვინ არის ბურჭულაძე?“- ამბობს ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილას გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა შესაძლოა, ახალი ოპოზიციური პარტია შექმნას. ხაბეიშვილის ინფორმაციით, ყოფილი თავდაცვის მინსიტრი იყო ის პიროვნება, ვინც მოითხოვა პრემიერისგან პარტიის შექმნა. 

ამავე თემაზე:

მსგავსი სიახლეები