როცა საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებ - კომენტარები, რომელიც ივანიშვილის გუნდმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა

08.08.25 13:20
როცა საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებ - კომენტარები, რომელიც ივანიშვილის გუნდმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა

რუსული დეზინფორმაციას, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ირაკლი კობახიძის შემდეგ "ოცნების"თითქმის ყველა ლიდერი ერთი-მეორეს მიყოლებით იმეორებს.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს მუხათგვერდში, ძმათა სასაფლაოზე, თქვა, რომ "პოლიტიკა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ქვეყნის თუ სხვა დაჯგუფების ინტერესებით მოქმედებდა". 

რაც შეეხება ომს, სამწუხაროა, რომ იმ პოლიტიკით, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებდა ქვეყანაში, ნამდვილად არ ემსახურებოდა საქართველოს ინტერესებს, აშკარად იკვეთება სხვა ქვეყნის თუ სხვა დაჯგუფების ინტერესები.

2008 წლის 8 აგვისტოს ომმა ჩვენ დაგვანახა მხოლოდ შეშფოთებით შემოფარგლული საერთაშორისო თანამეგობრობა, დაგვანახა, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. ასევე, აშკარაა ის, რომ მაშინდელი ხელისუფლება ატარებდა არა საქართველოს, არამედ უცხო ძალების ინტერესს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძის ნარატივი გაიმეორა და მანაც თქვა, რომ "სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმი სხვების ინტერესებს ინტერესებს ემსახურებოდა". 

ჩვენ 2008 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის სახით მარიონეტული რეჟიმი გვყავდა. მარიონეტული რეჟიმი სრულად მოქმედებდა იმისთვის, რომ მომსახურებოდა სხვების ინტერესებს და არა საქართველოს ინტერესებს. ამის შედეგია აგვისტოს ომი, ამის შედეგია შემდეგი გადაწყვეტილებების მიღება, როდესაც ერთი მხრივ, ოკუპაციაზე საუბრობდნენ და მეორე მხრივ, მხარს უჭერდნენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებას. როგორ დაკვეთასაც იღებდნენ, რა ინტერესსაც უნდა მომსახურებოდნენ, ასე იქცეოდნენ. ეს არის სხვაობა მარიონეტულ და პატრიოტულ ხელისუფლებებს შორის.

როდესაც ნებისმიერ მომენტში ომის დაწყების საფრთხე არსებობს, ხელისუფლება ეროვნული ინტერესებით უნდა მოქმედებდეს და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მომსახურებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პრეზიდენტად დანიშნული მიხეილ ყაველაშვილიც მათ რიგებშია, ვინც დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა და ომის დაწყებაში მაშინდელი მთავარსარდალი დაადანაშაულა. "ყველას ჰქონდა ვალდებულება, ომი აერიდებინა, მაგრამ ეს არ გაკეთდა"- თქვა მან და აგვისტოს ომის გამოძიების დასრულება დააანონსა. 

2008 წლის აგვისტოს დღეები გახსოვთ? 7 აგვისტო გახსოვთ? მაშინ მაშინდელი ხელისუფლება რას საუბრობდა? 7 და 8 აგვისტოს საუბრობდნენ, რომ რუსეთი შემოვიდა? არის არქივი, თუ რა გააკეთეს!

რატომ არ თქვეს და არ აცნობეს საზოგადოებას, რომ 7 აგვისტოს რუსეთის ჯარი შემოსული იყო?"- თქვა მიხეილ ყაველაშვილმა. 

„ქართული ოცნება“ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მიიჩნევს. პარტიის ლიდერები დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ და ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ირაკლი კობახიძემ დღესაც ყურადღება გაამახვილა აგვისტოს ომში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, თუმცა ნაკლებად ისაუბრა რუსეთის როლზე.

მსგავსი სიახლეები