ვინ დაიწყო ომი? - რა [არ] თქვა ჩიქოვანმა, რომელიც 2008 წელს დიპლომატად მუშაობდა?

08.08.25 13:55
ვინ  დაიწყო ომი? - რა [არ] თქვა ჩიქოვანმა, რომელიც 2008 წელს დიპლომატად მუშაობდა?

 

 

იზიარებს თუ არა "ქართული ოცნების" პრემიერმინისტრის პოზიციას, რომ 2008 წელს "ომი დაიწყო "სააკაშვილის რეჟიმმა დიფ სთეითის დაკვეთით"?

კითხვა "პირველებმა" ირაკლი ჩიქოვანს დაუსვა, რომელიც 17 წლის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა. 

კითხვა ჩიქოვანს TV პირველის კორესპოდენტმა მას შემდეგ დაუსვა, რაც მინისტრმა აგვისტოს ომზე საუბრისას “ნაციონალურ მოძრაობას” “მოღალატეობრივი და ავანტიურისტული ხელისუფლება” უწოდა.

კითხვაზე - "თქვენც ხომ წარმოადგენდით იმ ხელისუფლებას?” ირაკლი ჩიქოვანმა თავდაპირველად უპასუხა: - “არა, გეშლებათ”.

მას შემდეგ კი რაც "პირველების" კორესოპდენტმა "ქართული ოცნების" თავდაცვის მინისტრს შეახსენა, რომ 2008 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა: “დიახ, დესპანი ვიყავი”:

აქ განისვენებენ ის ჯარისკაცები, ის ვაჟკაცები, საქართველოს შვილები, რომელთაც დაიცვეს საკუთარი სამშობლო და სამშობლოსთვის გაიღეს საკუთარი სიცოცხლე. ჩვენ, მთლიანად, თავდაცვის ძალები, მეც პირადად, გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ღირსეულად ვატაროთ მათი ხსოვნა და ყველანაირად ხელი შევუწყოთ მათ ოჯახებს.

2008 წელს დიპლომატი ვიყავი, [ჟურნალისტი - ფიქრობთ, რომ ომი საქართველომ და მისმა უმაღლესმა მთავარსარდალმა მიხეილ სააკაშვილმა წამოიწყო?]  ყოველ ჯერზე და ყოველ შემთხვევაში სადაც მიმუშავია, სადაც მიმოქმედია, მიმოქმედია სახელმწიფოს და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. თქვან ახლა რაღაც ჭორაობაში გადადიხართ"- განაცხადა ჩიქოვანმა. 

“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს 44 წლის ირაკლი ჩიქოვანი საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 

„ქართული ოცნება“ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მიიჩნევს. პარტიის ლიდერები დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ და ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ირაკლი კობახიძემ დღესაც ყურადღება გაამახვილა აგვისტოს ომში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, თუმცა ნაკლებად ისაუბრა რუსეთის როლზე.

მსგავსი სიახლეები