ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატში ამხელს

08.08.25 15:59
ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატში ამხელს

საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი - ასე აფასებს ოპოზიცია “ქართული ოცნების“ პროპაგანდას, თითქოს, 2008 წელს ომი საქართველოს წინა ხელისუფლებამ დაიწყო.

ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ის რაც დღეს “ოცნების“ რიგებიდან მოისმინეს, არის კარგად გააზრებული და დაგეგმილი ქმედება და ემსახურება პუტინის ინტერესების ღიად გატარებას ქვეყანაში.

ამ წლების განმავლობაში, მრავალგზის დამტკიცდა და დასტურდა, რომ პუტინმა და რუსულმა ტერორისტულმა სახელმწიფომ, თავადსხმის შედეგად, ასობით ჩვენი თანამოქალაქე მოკლა, რის შედეგადაც დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, სამხედრო მოსამსახურეები და პოლიციელები. “ქართული ოცნება, ირაკლი კობახიძე, რომელიც პუტინის მსგავსი მესიჯებით ესაუბრებიან საზოგადოებას, არიან მოღალატეობრივ საქმიანობაში ჩართული საქართველოს სახელმწიფო ეროვნული ინტერესების და ქართული საზოგადოების წინააღმდეგ, ჩვენ გვაქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ იმ თავდასხმის და ომის, რომელიც აწარმოა რუსულმა ტერორისტულმა სახელწმიფომ საქართველოს წინააღმდეგ, ამის საპასუხოდ, ავაშენოთ სამართლებრივი, დემოკრატიული და ძლიერი ქართული სახელმწიფო, - განაცხადა ირაკლი  კუპრაძემ.

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან სანიკიძე ამბობს, რომ “რაც უფრო დრო გადის, “ოცნება იძულებული ხდება რუსეთთან ერთ სკამზე დაჯდეს და მათი დღის წესრიგი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის სამუდამოდ დაშლაა.“

2018 წელს “ოცნებას“ ასე ღიად არ უწევდა პრორუსული პოზიციების დაფიქსირება. რაც უფრო დრო გადის, მითუმეტეს უკრაინაში დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, ისინი იძულებულები გახდნენ ერთ სკამზე დამსხდარიყვნენ, დაჯდნენ რუსეთის სკამზე. ამ ვითარებაში ჩვენი ყურიც მიაჩვიეს. ანწუხელიძეზე განცხადება მათ ხომ მანამდეც გააკეთეს. გაუტარეს, პირდაპირ ვთქვათ, რომ შერჩა, ამიტომ, ახლა მეორეს გააკეთებს, ამას თუ გავუტარებთ, უარეს გააკეთებს, მერე აღიარებს მათ დამოუკიდებლობას, მერე აფხაზეთის რკინიგზას გახსნის. გეგმაზომიერი ღალატია ამ ქვეყნის და შუა ეტაპზე არიან. ჩვენ თუ ჩვენი ნაბიჯებია რ გადავდგით, “ოცნების“ დღის წესრიგი არის ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის სამუდამოდ დაშლა,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.

„ქართული ოცნება“ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მიიჩნევს. პარტიის ლიდერები დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ და ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ირაკლი კობახიძემ დღესაც ყურადღება გაამახვილა აგვისტოს ომში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, თუმცა ნაკლებად ისაუბრა რუსეთის როლზე.

კობახიძემ გუშინ, ომის 17 წლისტავზე ჟურნალისტებთან თქვა, რომ ომი „სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო „დიფ სთეითის“ დაკვეთით“. დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აღნიშნა, რომ "ეს იყო თავდაცვითი ოპერაცია". 

მსგავსი სიახლეები