ენმ: მხარდაჭერას ვუცხადებთ NGO-ების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

15.08.25 15:42
ენმ: მხარდაჭერას ვუცხადებთ NGO-ების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც ანტიკორუფციული ბიუროს წერილი მიიღეს, სადაც  „ე.წ. უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის დარღვევას ედავებიან და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრებიან“.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, “ივანიშვილის რეჟიმი მიზანმიმართულად გვაშორებს ევროპულ გზას“.

ივანიშვილის რუსული, კრიმინალური, მოღალატეობრივი რეჟიმი აქტიურად აგრძელებს ბრძოლას დემოკრატიული დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელთა წარმომადგენლებსაც დღეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებით დაემუქრნენ, რადგან მათ უარი განაცხადეს რუსული კანონის მორჩილებაზე და თავი უცხო ქვეყნის აგენტებად არ დაირეგისტრირეს.

ივანიშვილის რეჟიმი მიზანმიმართულად გვაშორებს ევროპულ გზას და ებრძვის ყველა იმ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას, თავისუფალ მედიას, მოქალაქეს, რომლებსაც ამ ქვეყანაში რუსული დიქტატურის დამყარება არ სურს და ამის საწინააღმდეგოდ აქტიურ ბრძოლაშია ჩაბმული.

შესაბამისად, სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს.

დარწმუნებულები ვართ, რომ სულ მალე ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული ფრონტით ივანიშვილის რეჟიმზე გამარჯვებას ვიზეიმებთ!“, - წერია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები