"უსინდისო თავად ხარ" - სინდისის პატიმრების მშობლების პასუხი ირაკლი კობახიძეს
სინდისის პატიმრების მშობლები ირაკლი კობახიძეს პასუხობენ - პროევროპულ აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ "ოცნების" პრემიერი უდანაშაულობის პრეზუმფციას კიდევ ერთხელ არღვევს.
ზურაბ ცეცხლაძის თქმით, კობახძე პირად შურისძიებაზეა გადასული ზვიად ცეცხლაძის მიმართ, რადგან მისმა შვილმა არაერთხელ ისეთი შეკითხვები დაუსვა ამს, რომელზეც პასუხები არ ჰქონდა.
ეს ადამიანი არის ძალიან არაადეკვატური, გაბოროტებული, ვერაგი, დაბოღმილი, პირად შურისძიებაზეა გადასული ზვიად ცეცხლაძის მიმართ, იმიტომ, რომ მას რამოდენიმეჯერ ისეთი შეკითხვები დაუსვა, რომელზეც პასუხები არ ჰქონდა. არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. ადამიანი, რომელსაც არანაირი ნამუსი არ აქვს და პირდაპირი მნიშვნელობით ამბობს, რომ დაიჭირა ადამიანები, რაღაც პრევენციის მიზნით, რომ სხვა ადამიანები შეაშინოს. საერთოდ არ აინტერესებს უდანაშაულობის პრეზუმფცია, ძალიან სამწუხაროა, მას საერთოდ ვინ მიანიჭა სამართლის დოქტორის წოდება", - ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.
"უსინდისო თავად ხარ" - უთვლის "ტვ პირველის" საშუალებით კობახიძეს ზვიად ცეცხალძის დედა.
უსინდისო არის კობახიძე, ზვიადი არ არის უსნინდისო. ზვიად ქვეყანა უყვარს და კობახიძეს არ ყვარებია, ადგა და პირდაპირ რუსეთს გადააბარა ჩვენი თავი და როგორ შეიძლება ზვიანი იყოს უსინდისო და კობახიძეს სინდისიანი. სირცხვილი შენ, ძალიან დიდი ლაქა ხარ უკვე ჩვენი ქვეყნის", - აცხადებს ზვაიდ ცეცხლაძის დედა.