სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს - მელია
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას, თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება. ამის შესახებ მელიამ გუშინ ღამე რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან განაცხადა, სადაც სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ.
მთელი პასუხისმგებლობა ახლა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს, ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, დანარჩენი ძალიან ბევრია დამოკიდებული საქართველოს მოსახლეობაზე, რომელთა დიდი ნაწილი უნდა შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე, 6 საათზე, 14 ოქტომბერს იმისათვის, რომ მართლაც სირცხვილი არ ვჭამოთ მეორეჯერ და ჩვენი მოქმედებით, თუ უმოქმედობით მეორეჯერ არ მოვკლათ ჩვენი საქართველოს პრეზიდენტი",
გუშინ ღამით მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ, განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში შიმშილობის გამო გაუარესდა. მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-11 დღეა, შიმშილობს.