ვატო შაქარაშვილის მიერ წამოყენებული პროპაგანდისტული ინიციატივა რაიმე ჯანსაღ აზრთან იქნება დაკავშირებული? - სანიკიძე
ვატო შაქარაშვილის მიერ წამოყენებული პროპაგანდისტული ინიციატივა რაიმე ჯანსაღ აზრთან იქნება დაკავშირებული? - ასე ეხმაურება ევროკავშირში გაწევრიანებაზე პლებისციტის ინიციატივას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე. მისი თქმით, ეს თემა რუსული აგენტურის, მინიმუმ კი სუს-ის აგენტურის მიერ არის შემოგდებული.
- "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული პოლიტიკური მოძრაობა "ნეიტრალური საქართველო" ითხოვს, რომ 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად "ევროპერსპექტივის" შესახებ პლებისციტი გაიმართოს.
- პოლიტიკური მოძრაობის განცხადებით, უნდა გაიმართოს პლებისციტი, რომელშიც მოქალაქეებს დაუსვამენ კითხვას - ხართ თუ არა მომხრე, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება?!
ეს არის მორიგი პროპაგანდისტული ინიციატივა. ჩემი აზრით, ცხადზე უცხადესია, რა არის ქართველი ხალხის ნება. ეს მათ შორის, თავის დროზე პლებისციტითაც არის დადასტურებული. ნებისმიერი სოციოლოგიური კვლევა და მათ სორის ჯანსაღი აზრი გულისხმობს, რომ ქართველებს არ სურთ რუსეთის იმპერიაში ცხოვრება. შესაბამისად, ისინი, განვითარების ერთადერთ სწორ გზად ევროპული ინტეგრაციის გზას ხედავენ. აქედან გამომდიანრე, ნებისმიერი ინიციატივა, განსაკუთრებით ისეთი საეჭვო ხალხის მიერ, ვატო შაქარაშვილის მიერ წამოყენებული ინიციატივა, როგორ გგონიათ, რაიმე ჯანსაღ აზრთან იქნება დაკავშირებული? ეს არის რუსული აგენტურის, მინიმუმ სუს-ის აგენტურის მიერ შემოგდებული რაღაც ახალი თემა, რომ იქნებ 200 კაცით მეტი მიიყვანონ არჩევნებზე", - აცხადებს ლევან სანიკიძე.
"ნეიტრალური საქართველოს" ინიციატივაზე გუშინ კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემაც - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ "ზოგადად, გამოკითხვა ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით შეიძლება ჩატარდეს".
აღნიშნულ თემაზე დღეს კომენტარი გააკეთა "ოცნების" წევრმა, გია ვოლსკიმაც.
ვერ ვხედავ, რომ პლებისციტის აუცილებლობა არსებობს, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი - ჩვენი ოპონენტები რას ამბობენ, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ოპონენტები არ ამბობენ იმას, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება, თუ ამბობენ მხოლოდ იმ მიზნით, რომ საზოგადოება მოატყუონ და აღარ ტყუვდება ეს ხალხი და ვერ მიხვდნენ", - განაცხადა ვოლსკიმ.