რაში სჭირდება თბილისს ძვირადღირებული სტადიონი? - ოპოზიცია ახსნა-განმარტებებს ითხოვს

16.08.25 17:06
რაში სჭირდება თბილისს ძვირადღირებული სტადიონი? - ოპოზიცია ახსნა-განმარტებებს ითხოვს

რაში სჭირდება თბილისს ძვირადღირებული სტადიონი? - ოპოზიცია ახსნა-განმარტებებს ითხოვს.

  • "ქართული ოცნება" თბილისში უეფას სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის აშენება გეგმავს. 
  • კორუფციის მკვლევარების თქმით, ბიუჯეტიდან სტადიონის ასაშენებლად, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება  876 მილიონი, ანუ ლამის ერთი მილიარდი ლარი დაიხარჯება.

"ოცნების" ოპონენტების თქმით, ეს სტადიონი შეიძლება განხილული იყოს, როგორც კალაძის სააარჩევნო კამპანიის ნაწილიც, ამიტომ ოპოზიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს თბილისში დაგეგმილ, მაგრამ ჩავარდნილ პროექტებს ახსენებსს. სიაშია მეტროსადგურ ვარკეთილის ვერდასრულებული რემონტი და "ლაგუნა ვერეს" აუზი, სადაც დღემდე მხოლოდ წვიმის წყალი ჩადის. 

ეს არის "ოცნების" ე.წ. ხელისუფლების, ასევე, ე.წ. პრემიერის, ირაკლი კობახიძის ცრუ დაპირება. ერთგვარი ბილბორდი, რომელსაც წინასაარჩევნოდ დაკიდებენ და არჩევნების შემდეგ ჩამოხსნიან ხოლმე. ჩვენ ბევრი ასეთი დაპირება მოგივსმენია, მაგრამ ვერ ვნახეთ, მაგალითად, სამგორში მიწისზედა მეტრო, ვერ ვნახეთ "ლაგუნა-ვერეზე" აუზი და ასე შორს რომ არ წავიდეთ, 9 წლის განმავლობაში ვარკეთილის მეტროს ჩამონგრეული ჭერი ვერ დაკიდეს. დახარჯავენ პროექტზე მილიონებს, დახარჯავენ პრეზენტაციაზე მილიონებს, მაგრამ ამ კორუფციაში ჩარჩებიან და გაკეთებულს, სავარაუდოდ, ისევ ვერაფრს ვნახავთ", - აცხადებს "ძლიერი საქართველოს" ერთ0ერთი ლიდერი, ნიკა ჩერქეზიშვილი. 

"ოცნებისთვის" ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რა უფრო პრიორიტეტულია თბილისელებისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის,  არამედ მნიშვნელოვანია ის, სად უფრო მეტ ფულს იშოვნიან, ამიტომ, ამ ტენდერის ასე დაჩქარებული გამოცხადება, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ ისინი მოსწრებაზე არიან.  რაც შეიძლება მალე უნდათ დააკონტრაქტონ ასეთი დიდი ინფრასტრუქტურული მშენებლობა, რომ შემდეგი წლებსი განმავლობაში გარანტირებული შემოსავლის წყარო ჰქონდეთ. "ოცნებისთვის" პრიორიტეტი არ არის ხალხი და არ არის რეალური პრობლემები", - აცხადებს გახარიას გუნდის წევრი, გიორგი შერვაშიძე. 

"ოცნებაში" კი ირწმუნებიან, რომ ეს სტადიონი იმის მანიფესტაცია იქნება, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში არაერთხელ განხორციელდა . გია ვოლსკი ამ კონტექსტში მსოფლიო ჩემპიონატებს ახსენებს და ოპონენტებს ურჩევზე კორიფციაზე საუბრისგან თავი შეიკავონ.

სტადიონი არ უნდა იყოს განხილული მხოლოდ, როგორც ერთი სამშენებლო ობიექტი. ეს არის სწორედ იმის მანიფესტაცია, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში არაერთხელ განხორციელდა - მსოფლიო ჩემპიონატები. ახლაც, მომავალ წელს, მსოფლიო ჩემპიონატი იგეგმება ახალგაზრდების რაგბში. ეს პირდაპირ ამ სტადიონთან არ არის დაკავშირებული, მაგრამ აქაც უშველებელი თანხები იხარჯება. იქნება თუ არა მილიარდი ამაზე დახარჯული, მე ვერ გეტყვით მაგრამ, კორუფციაზე ლაპარაკის დროს თავი უნდა შეიკავოს იმ ხალხმა, ვინც ქვეყანას 2012 წლამდე განაგებდა", - აცხადებს გია ვოლსკი. 

მსგავსი სიახლეები