"დეზინფორმაცია და შანტაჟია" - უსაფრთხოების ექსპერტი ეფ ეს ბე-ს ბრალდებებზე

18.08.25 13:17
"დეზინფორმაცია და შანტაჟია" - უსაფრთხოების ექსპერტი ეფ ეს ბე-ს ბრალდებებზე

რუსული სპეცსამსახურების მიერ გავრცელებულ განცადებას, თითქოს უკრაინა ყირიმის ხიზე ტერორისტულ თავდასხმას ამზადებდა, დიდი სიმძლავრის ბობმი კი რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს გავლით შევიდა, ექსპერტები დეზინფორმაციას უწოდებენ. 

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ანდრო გოცირიძე ამბობს, რომ მსგავსი რამ ვერ მოხდებოდა, რადგან საქართვეოს საბაჟო გამშვები პუნქტები მაღაი ტექნოლოგიით არის აღჭურვილი და ამას არც "ქართული ოცნების" ხელისუფლება დაუშვებდა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამგვარი განცხადება რუსეთის მხრიდან შანტაჟს და პროვოკაციას ემსახურება. 

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეს არის რუსული სპეცსამსახურებისთვის ჩვეულებრივი დეზინფორმაცია. რასაკვირველია, არანაირი ასაფეთქებელი მოწყობილობა საქართველოს გავლით არ მოხვერილა რუსეთის ტერიტორიაზე და ვერც მოხვდებოდა, იმიტომ, რომ ტექნოლოგიურად მართლაც ძალიან კარგად აღჭურვილი საქართველოს საბაჟო სივრცე, ეს ერთი და მეორე, ბუნებრივია, ქართული ხელისუფლება არ მისცემდა საშუალებას, გადაადგილებულიყო ამგვარი ნივთი საქართველოს ტერიტორიის გავლით. რაც შეეხება იმას, რას შეიძლება, ეს ემსახურებოდეს, ეს შეიძლება იყოს რუსული სპეცსამსახურის რუტინული საქმიანობა, დასდოს ბრალი მუდმივად საქართველოს რუსეთის მიმართ მტრულ განწყობებში იმისთვის, რომ დააშანტაჟოს საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, კიდევ უფრო მეტად განახორციელოს რუსეთისთვის მომგებიანი პოლიტიკა. ეს არ არის ერთადერთი ინფორმაცია, რაც გავრცელდა ამ დღეებში. მეორე ინფორმაცია არის ასეთი, რომ თითქოსდა ლიეტუვაში საქართველოს არჩევნების წინააღმდეგ ექსტრემისტულ ძალებს ამზადებს დიდი ბრიტანეთი. ამგვარი მოზაიკა, საერთოდ, ქმნის განწყობას, თითქოსდა საქართველოში რაღაც ძალები ცდილობენ, დაეხმარონ ამ გლობალური ომის პარტიას, დიფ სთეითს, რომელიც თითქოსდა აწარმოებს ომს რუსეთის წინააღმდეგ, - ამბობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ანდრო გოცირიძე.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური (ФСБ) აცხადებს, რომ „უკრაინის სპეცსამსახურების მორიგი მცდელობა“ -  ყირიმის ხიდზე დიდი სიმძლავრის ბომბის აფეთქება აღკვეთეს.

უწყების ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დამალული იყო Chevrolet Volt-ის ავტომობილში, რომელიც უკრაინიდან საქართველოს გავლით, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტით შევიდა რუსეთში. ФСБ-ის განცხადებით, ავტომობილი კრასნოდარის მხარეში უნდა გადაეტანათ კერძო გადამზიდავის მეშვეობით.

რუსეთის ამ ბრალდებებს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია საქართველოს საგარეო საქმეთა  და შსსამინისტროები. 

"პირველებმა" კითხვით დღეს კახა კალაძესაც მიმართა, თუმცა "ოცნების" გენერალური მდივანი ამბობს, რომ საქმის კურსში არ არის. 

 

მსგავსი სიახლეები