"ოცნება" ვალდებულია, ამ პროვოკაციას პასუხი გასცეს - ხიდაშელი ეფ ეს ბე-ს ბრალდებებზე
თავდაცვის ყოფილი მინისტრი და "სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ "ოცნების" ხელისუფლებას რუსეთის სპეცსამსახურების ბრალდებები დაუყოვნბელივ უნდა განეიტრალებინათ. მისი თქმით, სწორედ ასე იქცევა მსგავს ვითარებაში პასუხისმგებლიანი სახელმწიფო.
ამასთან, ხიდაშელი ფიქრობს, რომ "ოცნებას" კრემლისთვის პასუხის გაცემის ეშინია.
ნებისმიერი მსგავსი განცხადება, დიდი-პატარა, მოკლევადიანი, გრძელვადიანი მიზნების, ამოცანების მატარებელი აუცილებლად, მყისიერად უნდა განეიტრადეს და მისი განულება უნდა მოხდეს პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს მხხრიდან. ამ შემთხვევაში მე ეფ ეს ბესთან არავითარი კითხვები არ მაქვს, ეს მათ მიერ აპრობირებული სტანდარტული მიდგომაა, როდესაც ეწევიან ქვეყნების დისკრედიტაციას. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, სერიოზულად აღიქვამს თუ არასერიოზულად, ამის მიუხედავად, ყველა მსგავს პროვოკაციას გასცეს პასუხი. ამიტომ თქვენ ახლა ჩემთან კი არ უნდა იდგეთ მიკროფონით, არამედ უწყება-უწყებაზე უნდა დადიოდეთ, იმიტომ, რომ პრესკონფერენციას პრესკონფერენციაზე უნდა მართავდნენ როგორც საზღვარი, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ სრულიად მავნებლური ინფორმაციის გასანეიტრალებლად. სტანდარტულ მდგომარეობასია, როგორც ჩანს, თბილისი. ახლა სსხედან და ფიქრობენ, რომ აი, რამეს თუ იტყვიან და იყვიან, რომ კრემლი იტყუება, კრემლი ძალიან ხომ არ გაუბრაზდება და თითს ხომ არ დაუქნევს საკუთარ მსახურებს თბილისში, - ამბობს ხიდაშელი.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური (ФСБ) აცხადებს, რომ „უკრაინის სპეცსამსახურების მორიგი მცდელობა“ - ყირიმის ხიდზე დიდი სიმძლავრის ბომბის აფეთქება აღკვეთეს.
უწყების ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დამალული იყო Chevrolet Volt-ის ავტომობილში, რომელიც უკრაინიდან საქართველოს გავლით, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტით შევიდა რუსეთში. ФСБ-ის განცხადებით, ავტომობილი კრასნოდარის მხარეში უნდა გადაეტანათ კერძო გადამზიდავის მეშვეობით.
რუსეთის ამ ბრალდებებს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია საქართველოს საგარეო საქმეთა და შსსამინისტროები.