არ გამოვრიცხავ, რომ "ოცნების“ პირობებში ბომბიანი მანქანა საზღვარზე რეალურად „გაპარვოდათ“ ან ქრთამი აეღოთ- ხარშილაძე
სტრარტეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გავრცელებული განცხადება სიმართლეს შეესაბამებოდეს. მისი თქმით, "ქართული ოცნების" პირობებში სავსებით შესაძლებელია, რომ ავტომობილი, რომელშიც ნაღმი იდო, საზღვარზე ნამდვილად "გაპარვოდათ" ანდა რომელიმე ჩინოვნიკს ამაში ქრთამი აეღო.
ფიზიკურად, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შესაძლებელია. არ დაგვავიწყდეს, რაზე გვაქვს საუბარი. ჩვენ საუბარი გვაქვს "ქართულ ოცნებაზე', რომელსაც მიშა სააკაშვილი შემოეპარათ ბოლო-ბოლო...დასავლეთთან იმიტომ იფუჭებენ ურთიერთობას, რომ რუსები არიან და რუსებთან იმიტომ იფუჭებენ ურთიერთობას, რომ უნიჭოები და არაპროფესიონალები არიან. ეს, რაც მოხდა, აბსოლუტურად მისაღებია, რომ "ქართული ოცნების" პირობებში, უბრალოდ, გაეპარათ ან ქრთამი აიღო ვიღაცამ და გაატარა დაბალი დონის ჩინოვნიკმა. არც ესაა გამორიცხული. "ქართული ოცნება" იმასაც კი ვერ აკეთებს, რომ თავის რუს პარტნიორებთან, სამწუხაროდ, დაალაგოს ურთიერთობა უნიათობა და არაფორესიონალიზმის გამო, - ამბობს ნოდარ ხარშილაძე.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური (ФСБ) აცხადებს, რომ „უკრაინის სპეცსამსახურების მორიგი მცდელობა“ - ყირიმის ხიდზე დიდი სიმძლავრის ბომბის აფეთქება აღკვეთეს.
უწყების ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დამალული იყო Chevrolet Volt-ის ავტომობილში, რომელიც უკრაინიდან საქართველოს გავლით, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტით შევიდა რუსეთში. ФСБ-ის განცხადებით, ავტომობილი კრასნოდარის მხარეში უნდა გადაეტანათ კერძო გადამზიდავის მეშვეობით.
რუსეთის ამ ბრალდებებს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია საქართველოს საგარეო საქმეთა და შსსამინისტროები.