მე პოლიტიკურ შეფასებას ვაკეთებდი, ნახევრად ირონიულად ვუპასუხე - ღარიბაშვილი
პრემიერ-ღარიბაშვილი იმ განცხადებას განმარტავს, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი თუ წესიერად არ მოიქცევა, ბრალი დაუმძიმდება. ღარიბაშვილის თქმით, მან მხოლოდ პოლიტიკური შეფასება გააკეთა და მედიამ არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთეს.
მე ვურჩევდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი განცხადება არასწორად გაიგო, მოუუსმინონ ჩემს განცხადებას და არასწორი ინტერპრეტაციები არ გააკეთონ ჩემს განცხადებაზე, მე ჩემს პოლიტიკურ შეფასებას ვაკეთებდი, მე არ მითქვამს, რომ თუ წესიერად არ მოიქცეოდა, მე ვიგულისხმე, ჟურნალისტი მეკითხებოდა, მე წავიკითხე დაუმორჩილებლობა და რაღაც გადატრიალების მსგავსი მოწოდება ჰქონდა გაკეთებული პატიმარ სააკაშვილს და მხოლოდ ამაზე საპასუხოდ ნახევრად ირონიულად ვუპასუხე, რომ ეს ცხადია, დამწყებმა იურისტმა იცის, რომ თუ პატიმარი დანაშაულს ჩაიდენს, მათ შორის საპატიმროში, ბუნებრივია, კანონი ითვალისწინებს, რომ სასჯელი დაემატება. ამას მე არ ვწყვეტ, სააკაშვილს დააკავებენ თუ არა", - ამბობს ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ თუ სააკაშვილი წესიერად არ მოიქცევა, ბრალი დაუმძიმდება.