კადრულობენ ისეთ ტყუილებს, თითქოს მე დავაჭერინე მიხეილ სააკაშვილი - ნიკა მელია

11.10.21 17:07
კადრულობენ ისეთ ტყუილებს, თითქოს მე დავაჭერინე მიხეილ სააკაშვილი - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია, ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს. მელიას თქმით, ღარიბაშვილი ცდილობს, განხეთქილება ჩამოაგდოს ოპოზიციის პარტიის წევრებს შორის, რადგან "ოცნება" მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. 

კადრულობენ ყველაფერს, კადრულობენ ისეთ ტყუილებს, თითქოს მე დავაჭერინე მიხეილ სააკაშვილი, თითქოს მე და სააკაშვილს შორის არის კონფლიქტი, თითქოს მე მე-9 ცაზე ვარ, რომ სააკაშვილი არის ციხეში. ამ ყველაფერს აკეთებენ მძიმე მდგომარეობაში მყოფები. 

ჩვენი ბრალი არ არის ის, რომ ,,ქართული ოცნება" არის ისეთი, როგორიც არის. მათ აქვთ ნერვიულობის საფუძველი, მაგრამ ძალიან ცოტა ხანში საზოგადოება კიდევ უფრო დარწმუნდება ჩემს სიტყვებში, რომ ღარიბაშვილს აქვს ნერვიულობის საფუძველი"- ამბობს მელია. 

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება ყველაზე მეტად ნიკა მელიას გაუხარდა.  

მსგავსი სიახლეები