ის, რომ ევროსაბჭოში საქართველოს გარიცხვის საკითხი დაისვა, ჩვენი მოქალაქეებისთვის უნდა იყოს განგაშის ზარი, სად მიაქანებს დღეს ჩვენს ქვეყანას ივანიშვილი - სამადაშვილი
"ძლიერი საქართველოს ლიდერის, სალომე სამადაშვილს არ უკვირს, რომ ევროსაბჭოს დღის წესრიგში საქართველოს საბჭოდან გარიცხვის საკითხი დადგა, რადგან მისი თქმით, "ოცნებას" ევროსაბჭოს არცერთი რეკომენდაცია არ შეუსრულებია - "პირიქით, ყველა ნაბიჯი გადაიდგა საწინააღმდეგო მიმართულებით".
სამადაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის ევროსაბჭოდან გარიცხვაზე მსჯელობას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება, თუმცა ის ფაქტი, რომ დღის წესრიგში უკვე დაისვა აღნიშნული საკითხი, ოპოზიციონერი თქმით, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის უნდა იყოს "უზარმაზარი განგაშის ზარი, სად მიაქანებს დღეს ჩვენს ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი".
დღეს, როდესაც ჩვენს ქვეყანას მართავს რეჟიმი, რომელიც ფაქტიურად არის ვლადიმერ პუტინის რუსული რეჟიმის გაგრძელება საქართველოში და ეს ცხადყო მათ შორის იმას, რომ ევროსაბჭოს არცერთი რეკომენდაცია და არცერთი მოთხოვნა დღემდე შესრულებული არ არის და პირიქით, ყველა ნაბიჯი გადაიდგა საწინააღმდეგო მიმართულებით, ცხადია, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში დადგებოდა ადრე თუ გვიან საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვის საკითხი. საბედნიეროდ ეს არ იქნება მარტივი პროცედურა. ამაზე მსჯელობას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ ის, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში უკვე დაისვა, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის უნდა იყოს უზარმაზარი განგაშის ზარი, სად მიაქანებს დღეს ჩვენს ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი", - აცხადებს სალომე სამადაშვილი.