PACE-ის დეპუტატების განცხადება და საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვის საფრთხე - რას ამბობს კობახიძე
PACE-ის დეპუტატების განცხადება და საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვის საფრთხე - ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ევროპული ბიუროკრატია და პოლიტიკოსები აბსურდში არიან".
"ოცნების" პრემიერი ირწმუნება, რომ საქართველოს ევროსაბჭოდან ვერ გარიცხავენ, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი გადაწყვეტილებით შეიჩერა საკუთარი მონაწილეობა საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში.
"ისეთი სტატუსის შეჩერებას ითხოვენ, რომელიც ჩვენი ხელით გვაქვს შეჩერებული" - აცხადებს კობახიძე.
ჩვენ ისედაც საკუთარი გადაწყვეტილებით შევიჩერეთ საკუთარი მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში. ასეთ პირობებში, თავადაც ხედავთ, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია. ისეთი სტატუსის შეჩერებას ითხოვენ, რომელიც ჩვენი ხელით გვაქვს შეჩერებული. სამწუხაროდ, სრულ აბსურდშია ევროპული ბიუროკრატია და აბსურდში არიან შესაბამისი ევროპელი პოლიტიკოსები“,- განაცხადა კობახიძემ.
"ოცნების" პრემიერმა დღეს ისაუბრა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებთაც და დასმული კითხვის საპასუხოდ ირწმუნებოდა, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე განცხადებები ორმაგი სტანდარტის გამოხატულება და შანტაჟია.
„ესეც ორმაგი სტანდარტის გამოხატულებაა. მოლდოვა კორუფციაშია ჩაფლული, უკიდურესად სუსტი ინსტიტუტები აქვს, არის დსთ-ს წევრი. სანქციები არც მათ დაუწესებიათ. რაც შეეხება ეკონომიკას, ბოლო 4 წელში, 2021-2014 წლებში, მოლდოვის ეკონომიკასთან სხვაობა გავზარდეთ 11 მილიარდ დოლარზე მეტით. ვინც ოპოზიციონერი იყო პარლამენტიდანაც გაუშვეს, არც პოლიტიკური პლურალიზმი, მედია პლურალიზმი.
მოლდოვა არის გამოცხადებული ახალ დემოკრატიის შუქურად, ისევე როგორც თავის დროზე გამოცხადებული იყო სააკაშვილის ხელისუფლება. საქართველოს შანტაჟს უპირისპირებენ“,- განაცხადა კობახიძემ.