კომპრომატები საკუთარი გუნდის წინააღმდეგ - "ოცნების" წევრებს არ სჯერათ, რომ უსმენენ
კომპრომატები საკუთარი გუნდის წევრების წინააღმდეგ - "ოცნება" ტვ პირველის შაბათის ეთერში გასულ სკანდალურ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომლითაც დასტურდება, რომ ხელისუფლება საკუთარი გუნდის წევრებს უსმენს.
"ოცნების" წევრებს არ სჯერათ, რომ ჩანაწერები ნამდვილია.
საკითხი იმის შესახებ, რა ნამდვილია და რა - არანამდვილი, უნდა დაადგინოს გამოძიებამ. მე ნაკლებად მჯერა, ხოლმე ასე გავრცელებული ცნობების, რომელიც ემთხვევა მაინდამაინც ანტისახელისუფლებო პროპაგანდას უფრო მეტად ვიდრე რეალურად ჭეშმარიტებას", - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
სანამ გამოძიება არ დადებს პირველად ინფორმაციას, მანამდე ყველაფერი ეს დღეს არის ჭორ-მართალის და პოლიტიკური ბრძოლის იარაღი. აუდიოჩანაწერი კი არა, ისე გადაგიღებენ დღეს სიტუაციას თქვენი ფიზიკური მონაცემების გამოყენებით თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, რომ თქვენც გაგიკვირდებათ", - თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ტვ პირველის შაბათის ეთერმა მოსმენების სამსახურის დაცული სეიფიდან გამოჟონილი ჩანაწერები მოიპოვა, სადაც პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, ძმისა და სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის საუბარია ასახული. ერთი დარეკვით მიღებული მორფი - ,,ოცნების" ლიდერები, რომლებიც სააკაშვილს და გახარიას ნარკომანს უწოდებენ, საავადმყოფოდან მორფინს სატელეფონო ზარით არიგებენ.