"პირველების" ექსკლუზიური ინტერვიუ ჯეიმს მაკლირთან - "ჯანსაღი მოთხოვნაა, არ ცნონ "ოცნების" უფლებამოსილება "ევროსაბჭოში"
"პირველების" ექსკლუზიური ინტერვიუ ჯეიმს მაკლირთან - ბრიტანელი პოლიტიკოსი და ივანიშვილის სანქცირების მთავარი ლობისტი "პირველებს" უხსნის მიზეზებს, რის გამოც გადაწყვიტა და მხარს უჭერს ევროსაბჭოში "ქართული ოცნების" დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას.
მისი თქმით, სრულიად ჯანსაღი მოთხოვნაა, არ ცნონ "ოცნების" უფლებამოსილება "ევროსაბჭოში - "საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, რომელიც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა. რუსეთი აღარ არის ევროსაბჭოს წევრი მსგავსი პროცესების შემდეგ და უკრაინაში მათი ქმედებებიდან გამომდინარე."
თემთა პალატის წევრი ამბობს, რომ ის რომ 51 დეპუტატი საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვას ითხოვს, "უფრო ფართო ჭრილში , ეს აჩვენებს, რამდენი ევროპული ქვეყანაა შეშფოთებული საქართველოში განვითარებული პროცესებით".
მაკლირის თქმით, ივანიშვილის პარტიამ დაარღვია ყველა ძირეული პრინციპი, საუბრობს აქციებზე მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობაზე და ციხეში გამოკეტილ სინდისის პატიმრებზე.
წინა განცხადებიდან გამომდინარე, რომელიც ქართულ ოცნებას ავალდებულებდა გაეუმჯობესებინა მდგომარეობა დემოკრატიის პრინციპების დაცვით , რისთვისაც გარკვეული დროც ჰქონდა მიცეული, დავინახეთ, რომ ქართული ოცნების პარტიისგან აშკარა ნიშნები მოთხოვნების შესრულებისა ვერ ჩანდა. პირიქით, ვნახეთ უფრო შემაშფოთებელი მოქმედებები, რამაც მდგომარეობა გააუარესა. მათ შორისს, ოპოზიციის ლიდერების დაკავება. ეს არის ესკალაციის შემდეგი დონე, შენ არ შეასრულე რაც გთხოვეს და არ მიჰყვები ევროსაბჭოს სტანდარტებს, რომლის შესრულებაც წევრი სახელმიფოსთვის სავალდეულოა. აქედან გამომდინარე, სრულიად ჯანსაღი მოთხვნაა, რომ არ ცნონ ქართული ოცნების უფლებამოსილება , რათა ოცნების დელეგაციამ დასწრება ვეღარ შეძლოს. საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, რომელიც ამ მდგომაობაში აღმოჩნდა. რუსეთი აღარ არის ევროსაბჭოს წევრი მსგავსი პროცესების შემდეგ და უკრაინაში მათი ქმედებებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ძალიან სერიოზული საკითხია. უფრო ფართო ჭრილში , ეს აჩვენებს, რამდენი ევროპული ქვეყანაა შეშფოთებული საქართველოში განვითარებული პროცესებით.
ამიტომაც, წამოვჭერით საკითხი თემთა პალატაში სანქციების რეჟიმთან დაკავშირებით, კონკრეტულად ბიძინა ივანშვილის და მასთან ასოცირებული პირების სანქცირებასთან დაკავშრებით.
მნიშვნელოვანი რეგრესი შეინიშნება იმ დემოკრატიული პრინციპებისადმი დამოკიდებულებაში, რომელთა დაცვასაც ველით საქართველოში. ამიტომ, რასაც ევროსაბჭოში ხედავთ არის უკმაყოფილების გამოხატვა იმისა, როგორც მოქმედებს მთავრობა. მათი ბოლოდროინდელი ქმედებები აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო. ჩვენ ვნახეთ ადამინების ცემა ქუჩებში , თვითნებური დაკავებები, განაჩენი სათანადო იურიდიული პროცესების გარეშე გამოჰქონდათ, რაც აბსოლუტურად შოკისმომგვრელია, ამიტომ ძალიან მკაფიო მესიჯი უნდა გაეგზავნოს საქართველოს მთავრობას, რომ ეს მიუღებელია", - აცხადებს მაკლირი.
ასევე ნახეთ: