საქართველოში რუსეთის ზეგავლენა მძლავრია - მაკლირის ინტერვიუ "პირველებთან"

21.08.25 17:25
საქართველოში რუსეთის ზეგავლენა მძლავრია - მაკლირის ინტერვიუ "პირველებთან"

საქართველოში რუსეთის ზეგავლენა მძლავრია - ამის შესახებ ინგლისელი პოლიტიკოსი, ჯეიმს მაკლირი "პირველებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.

თემთა პალატის წევრი ეჭვობს, რომ კრემლი აქტირუად ერევა ჩვენი ქვეყნსი შიდა საქმეებში. 

ივანიშვილის სანქცირების მთავარი ლობისტი "პირველებს" ეუბნება, რომ ბრიტანეთი ზეწოლას ახდენს და მოახდენს "ოცნების" მთავრობაზე, რათა მათ ძირეული მოთხოვნები დაიცვან, რაც თავის მხრივ, მათ შორის, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოიცავს. 

სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ბრიტანელი პარლამენტარები საკმაოდ ერთიანები არიან იმ აზრში, რომ საქართველოს დემოკრატიას და თავისუფლებას ძირი გამოუთხარეს, ამიტომაც ზეწოლას ვახდენთ მთავრობაზე, რომ გადადგან ნაბიჯები. ევროსაბჭოშიც გავაგრძელებთ ძლიერი განცხადებების გაკეთებას  და შეხედეთ! მნიშნელოვანია ვთქვათ, რომ ევროსაბჭოში ჩვენ მივესალმებით ქართულ დელეგაციას, თუ ისინი დაიცავენ ძირეულ მოთხოვნებს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია. მათ უნდა გააცნობერონ, რომ ძირითადი სტანდარტების შესულება აუცილებელია. საქართველოში, უნგრეთში, ბელორუსში და მსგავს ქვეყნებში ჩვენ ვნახეთ უცხოური გავლენის აგენტების კანონი და მსგავსი ზომები, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების ძირის გამოთხრას და დემოკრატიული პროცესის დამხობას.  აშკარაა, რომ რუსეთის ზეგავლენა მძლავრია, ვიცით, რომ ის სხვადასხვა ქვეყნების შიდა პროცესებში ზედმეტად ერევა და ამას ვეჭვობ საქრათველოშიც", - აცხადებს მაკლირი. 

ასევე ნახეთ: 

 

მსგავსი სიახლეები