სკანდალში გახვეული გორის საკრებულოს თავმჯდომარე- “ოცნებაში“ პირველი კომენტარი კეთდება

22.08.25 15:23
სკანდალში გახვეული გორის საკრებულოს თავმჯდომარე- “ოცნებაში“ პირველი კომენტარი კეთდება

“ქართული ოცნების“ დუმილი სკანდალში გახვეული გორის საკრებულოს თავმჯდომარის შესახებ, დავით მათიკაშვილმა დაარღვია.

მან “პირველებს“ უთხრა, რომ საერთოდ არ აქვს “ნიუ იორკ თაიმსის“ სტატია წაკითხული, თუმცა, ამის მიუხედავად ამტკიცებდა, რომ სტატია შეკვეთილი იყო.

ასევე, “პირველების“ კითხვაზე- აპირებს თუ არა  “ოცნება“ თანამდებობიდან გაათავისუფლოს გორის საკრებულოს თავმჯდომარე, მათიკაშვილმა არ უპასუხა. ის მხოლოდ ჯიუტად იმეორებდა, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო, ოღონდ, იქვე დასძენდა, რომ არა საქართველომ, არამედ სააკაშვილმა.

2008 წელს ვიყავი თბილისში, რეზერვში არ გამოუძახებივარ, თორე სიამოვნებით წავიდოდი. 2008 წელს, საქართველოში, როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთში იდგნენ მშვიდობისმყოფელები,  იქ იყო რუსული კონტიგენტი, ქართული და ერთ შემთხვევაში აფხაზური, მეორეში კი ოსური, როდესაც განახორციელა სააკაშვილის მოღალატე, დამნაშავე რეჟიმმა აქტიური საომარი მოქმედებები, ტალიავინს ვციტირებ, 2008 წლის 7 აგვისტოს, ამის შემდგომ გადმოილახა საზღვარი რეგულარული რუსული ჯარისა, ოკუპანტისა და მოხდა ის, რაც მოხდა, ჩაბარება ოკუპანტზე ქართული ტერიტორიების. თავიდანვე წაგებული ომის დაწყება, სააკაშვილის მიერ და არა საქართველოს მიერ. გადაწყვეტილებებს ქვეყნის სასარგებლოდ და ინტერესებიდან კი არ იღებდა, რასაც მისცემდნენ ბრძანებას და დაავალებდნენ, იმას აკეთებდა, -ამბობს მათიკაშვილი.

შეგახსენებთ, გორის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის სამართლებრივ პროცედურებს იწყებენ. მიზეზი მის მიერ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში გაკეთებული განცხადებებია.

სკანდალში გახვეული გორის საკრებულოს თავმჯდომარე თავის მართლების რეჟიმშია და ამტკიცებს, რომ "ნიუ იორკ თაიმსმა" მისი ინტერვიუ გააყალბა.

მსგავსი სიახლეები